მოგესალმებით მეგობრებო. დაიგეგმა "იმედის ფსონი"_ს დაბადების დღის აღნიშვნის თარიღი, ეს იქნება 5 ოქტომბერი. ვისაც ახსოვს შარშან იუბილე ავღნიშნეთ 6 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ყოველ წელს ავღნიშნოთ ოქტომბრის თვის პირველ პარასკევს. რადგანაც შაბათ-კვირას თამაშებია და "იმედის ფსონი"_ს ბიჭებს ამ დღეებში არ ცალიათ. ასევე ვინც იყო იუბილეზე კარგად ემახსოვრება თუ როგორი კარგი საღამო გავატარეთ ერთად. შარშანდელისგან განსხვავებით წელს გადავწყვიტეთ ავკრიფოთ 50-50 ლარი. შარშან ფასდაკლების საიტზე ვაპირებდით ვითომ კუპონის ყიდვას, მაგრამ ვისაც ააქვს შეძენილი იმან კარგად იცის, რომ არაა ისეთი არცერთი რესტორანი როგორიც უნდა იყოს. ამდენი დღით ადრე, იმიტომ იწერება ეს პოსტი, რომ ყველამ თადარიგი დაიჭიროს გინდა თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით და გინდა დროის ფაქტორიც გაითვალისწინოს. ეს პოსტი იდება ბანკეტის დღემდე. ერთი თვით ადრე დავწერთ თუ რომელ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თანხები, ხოლო 10 დღით ადრე შეწყდება თანხების ჩარიცხვა და გვეცოდინება თუ რამდენი კაცი იქნება და რამდენ კაცზე უნდა შევუკვეთოდ რესტორანი. "იმედის ფსონი"_ს იუბილემდე დარჩენილია 107 დღე...
მოგესალმებით მეგობრებო. დაიწყო ნელ-ნელა თანხების ჩარიცხვა. მართალია კომენტარებში უფრო მეტი თანხმობა იყო კლუბში გაწევრიანების თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედია ვისაც თანხმობა ქონდა ყველა ჩარიცხავს. ისე ყველაზე ძალიან ის მიკვირს, რომ ამდენი ნახვა ქონდა პოსტს, ამდენი გამოხმაურება მთელი სეზონი, რომ "დღის ფსონი" განახლებულიყო და როცა მივადექით საქმეს, ეხლა მხოლოდ ნახვები აქვს და უმრავლესობამ უკან დაიხია. არ მინდა ის ვიფიქრო, რომ თვეში 5 ლარის გამო დაიხია ხალხმა უკან. მაგრამ სამწუხაროდ მაინც ამ ფიქრისკენ მივდივარ. კარგი, ეგ არაფერი. ვისაც გულით უნდა და აქვს საშუალება ის ჩვენს გვერძე იქნება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაწევრიანება კლუბში. ვისაც ჯერ არ ჩაურიცხია კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ დროულად ჩარიცხონ თანხები (betlive.com 827562 ce.es.ko გ.კ.) და დავიწყოთ პროექტის განახლება. ასევე ვინც ჩარიცხავს ჩემი თხოვნაა სმს_ი მომწერონ ტელეფონზე 558 546 546. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩარიცხული თანხებით დაიდება მხოლოდ ბილეთები, ხოლო მოგებულ თანხას ხელი არ მოეკიდება და გადაიდება ქველმოქმედებისთვის. კიდევ ერთი ჩემი თხოვნა, ყოველ თვე რომ არ მომიწიოს თხოვნა საწევროს შემოტანასთან დაკავშირებით, ყველას ვთხოვ ყოველი თვის 20 რიცხვამდე შემოვიტანოთ თანხები და მომწეროთ სმს_ი. რაც მინდოდა კიდე მეთქვა ეს ისაა, რომ აუცილებელი არაა იყოს betlive.com,  კლუბის წევრებს ვთხოვ დაწერონ თუ რომელი ტოტალიზატორი უფრო მისაღებია თქვენთვის და უმრავლესობის გადაწყვეტილებით შევცვლით ტოტალიზატორს.

ეხლა კი მთავარი. შაბათიდან დაიდება ბილეთები. სანამ მსოფლიო ჩემპიონატი მიდის ყოველ შაბათს დაიდება ორი ბილეთი, ხოლო სამშაბათს ერთი ბილეთი. ამ წუთიდან ვინც უკვე გაწევრიანდა კლუბში (თანხა ჩარიცხა) ვთხოვ დაწერონ თავიანთი მხოლოდ ერთი თამაში მინიმუმ 1.3 კოეფიციენტით, რომელიც ჩატარდება შაბათს  23 ივნისს 15:00 საათიდან სამშაბათს  26 ივნისს 12:00 საათამდე. თამაშების მოწოდება შეწყდება 22 ივნისს 15:00 საათზე. 

მადლობა და წარმატებები!!!

File engine/modules/clean_sign_up.php not found.