მოგესალმებით მეგობრებო. დიდი დროა ჩვენს მომდევნო შეკრებამდე და ერთი ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. კომენტარებში თუ უმრავლესობა დამეთანხმებით ამ შაბათ-კვირიდან გადავალთ ქულების დაწერის ახალ სისტემაზე. ჩემის აზრით უფრო მართებული იქნება თუ გადავალთ 5 ქულიან შეფასებაზე, შესაბამისად თითო კლუბის წევრმა 5 თამაშს უნდა დაუწეროს ქულები. მარტივი არგუმენტი მაქვს ამისი, უმრავლეს შემთხვევაში ბილეთში შესული ბოლო თამაშები იღებენ 5-6 ქულას, ორმა კაცმაც, რომ დაუწეროს 3-3 ქულა უკვე ბილეთშია. შესაბამისად მხოლოდ ორი კაცი წყვიტავს ბილეთის ბედს. არაა აქტიურობა ქულების დაწერის დროს, 35 კაცი ვართ, ყველამ რომ დაწეროს ძველი სისტემით ქულები, მაშინ ეს საჭიროება აღარ იქნებოდა. მოკლედ ყველა კლუბის წევრს ვთხოვ დამიფიქსიროთ თქვენი პასუხი შემდეგ კითხვაზე - გადავიდეთ თუ არა 5 ქულიან შეფასებაზე?
File engine/modules/clean_sign_up.php not found.