მოგესალმებით მეგობრებო...როგორც ხედავთ რამდენიმე დღეა "დღის ფსონი" შეჩერებულია,ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი,ამ მიზეზებში არის როგორც სამწუხარო,ისე ბევრი კარგიც...ვეცდები მოკლედ გამცნოთ,რომ ყველა პრობლემა რაც იყო "დღის ფსონში" იქნება აღმოფხვრილი უახლოეს მომავალში და ჩვენ ფუნქციონირებას განვაგრძობთ ისე გამჭვირვალედ და კარგად,როგორც აქამდე არასდროს...პირველ რიგში მოგახსენებთ,რომ გარკვეული მიზეზების გამო "დღის ფსონი"-ის რიგები დატოვა " ლაშა ცეესკომ " და ის ვეღარ უხელმძღვანელებს პროექტს,მადლობა მას რაც გააკეთა ყველაფრისთვის...შესაბამისად ერთპიროვნული მმართველობაც მოისპობა და ამიერიდან "დღის ფსონს" ეყოლება რამდენიმე ხელმძღვანელი,მათ შორის იქნებიან gio-milani,tariel(samtredia) და iraklius,ეს რაც ჯერჯერობითაა გადაწყვეტილი,სხვა მომხმარებლებიც იქნებიან ვინც დღისფს ონისთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ არ შეჩერდეს და მათ შესახებ შემდეგ პოსტებში დავწერთ...როგორც ხედავთ დავარეგისტრირეთ მომხმარებელი დღისფსონი,რომელზეც მოგვცა საიტის ხელმძღვანელობამ ადმინობის უფლება,რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ,ამ აქაუნთის პაროლი ექნება ყველა კლუბის წევრს,ვინც სათავეში იქნება მმართველობის საკითხებში...შეიცვლება აუცილებლად ტოტალიზატორი,ჩვენ აღარ ვითამაშებთ ბეთლაივზე,მოღვაწეობას ჩვენი საიტის და გადაცემის ოფიციალურ სპონსორ,ევროპაბეთის ექაუნთზე გავაგრძელებთ,გვერდი როცა შეიქმნება დავდებთ საიტზე მონაცემებს და დავიწყებთ ჩარიცხვებს...ამიერიდან ნებისმიერი ბილეთის დადების შემდეგ დაიდება სქრინშოტი,ბილეთის ფოტო საიტზე,ყოველდღიურ რეჟიმში დაიდება ბალანსის შესახებ მონაცემები ფოტოს სახით და ყველა ტრანზაქციის შესახებ ფოტოები,მაქსიმალურად ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლოს ნახოს საკუთარი თვალით სად არის ფული,რამდენია და ა.შ....ყველაფერი იქნება გამჭვირვალე...ამ ყველაფერზე უკეთ დავწერთ კიდევ შემდეგ პოსტებში...

ეხლა რაც შეეხება თანხას რომელიც გვქონდა მოგებული,ჩვენამდე მოვიდა 2005 ლარი,საიდანაც მინდა გახაროთ,რომ 1015 ლარი უკვე მოხმარდა აქციას,ვინც იყავით აქციებზე კარგად მოგეხსენებათ ეს ამბავი,ვინც არ ყოფილხართ იცოდეთ,რომ ჩვენ ერთი ოჯახი გავახარეთ,მათთვის მნიშვნელოვანი ნივთები,ტანსაცმელი და საკვები შევუძინეთ და გავაბედნიერეთ,რათქმაუნდა გვაქვს ვიდეოც გადაღებული რასაც აუცილებლად დავდებთ,რადგან ყველამ ნახოთ და გაიზიაროთ ეს სიხარული...რაც შეეხება დარჩენილ თანხას,რომელიც შეადგენს 990 ლარს,გვაქვს გადანახული შემდეგი ვიზიტისთვის და შემდეგ თვეში კიდევ მინიმუმ 1 ოჯახი გავახაროთ,შემდეგ ვიზიტზეც დავწერთ რა თქმა უნდა წინასწარ,იმედია ყველა ვიქნებით და ერთად ჩავატარებთ აქციას...

მოკლედ სასიამოვნო სიახლეები გვექნება აუცილებლად,ფეისბუქზეც შევქმნით გვერდს და ა.შ...რაზეც ეხლა ვერ ვისაუბრე შემდეგ პოსტებში დავწერთ,მანამდე კი იმედი მაქვს ამ პოსტს ყველა ნახავთ და სიახლეებს დაელოდებით,თუ ვინმეს კითხვები გაქვთ დაწერეთ კომენტარებში
File engine/modules/clean_sign_up.php not found.