რადგან ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, რაღაც მინდა რომ მეც ვთქვა. 
ამ სეზონში განსაკუთრებით გვიცრუვდება ფეხბურთის გულშემატკივრებს მოლოდინები,
გუნდები ქმნიან ისეთ მოლოდინს და წინაპირობას, რომლებიც ზრდის ჩვენს მოლოდინებს, საქმე საქმეზე კი რომ მიდგება, პირიქით ხდება.
შეიძლება ეს კორონას ბრალია, შეიძლება ეს იყოს წნეხის ბრალი - რომელიც გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს, შეიძლება გუნდი ვერ განეწყობა შესაბამისად, ბევრი რამ შეიძლება იყოს მიზეზი. 
თამაშების გაყიდვა, ალბათ, ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოა... როგორ, მესი გაყიდის თამაშს? რონალდუ? თუ ნოიერი? - არ ვიცი, ამაზე თქვენ იფიქრეთ. მაგრამ ერთიც ფაქტია, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი თამაშობს ხელფასისთვის, ფულისთვის, ფულისთვის-რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს.

ბოლო მაგალითებით რომ ვისაუბროთ:

სევილია
ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელი მატჩი, სევილია ეთამაშება ჩელსის,  გამოდის ნახევარი შემადგენლობით, ინახავს ძირითად ფეხბურთელებს და აგებს დიიდი ანგარიშით, რისთვის? რამდენიმე დღეში თამაში უწევს რეალთან. დასვენებული შემადგენლობით გამოდის რეალთან, რომელიც თავის თავს არ ჰგავს და აგებს. შემდეგ მიდის საფრანგეთში და უგებს რენს, სადაც ქულები საერთოდ არ სჭირდება.

აიაქსი-ატალანტა
აიაქსი სახლში აგებს ტვენტესთან, ემზადება ჯგუფური ეტაპის ფინალისთვის, სადაც საკუთარ სტადიონზე სჭირდება მხოლოდ მოგება. ხვდება ატალანტას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სახლში მიდტიულანდის დამარცხებით შეეძლო გარანტირებულად ჯგუფიდან გასვლა და ითამაშა ფრედ. მოდის ატალანტა და უგებს დასვენებულ და ფინალისთვის მომზადებულ აიაქსს, თან უგებს ისე, რომ კარში არ არტყმევინებს ნორმალურად.

ასეთი მაგალითების მოყვანა ყოველი ტურის შემდეგ არის შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთი შემთხვევა გემახსოვრებათ.

საქმეში, სადაც დიდი ფული ტრიალებს, მჯერა, რომ იქ დიდი მაფიაც არის. არა მარტო ფეხბურთში.

File engine/modules/clean_sign_up.php not found.