"დღის ფსონი" 02.10-04.10.2018

მოგესალმებით მეგობრებო. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "დღის ფსონი"_ს კლუბში ვართ 35 კაცი, რომელთაც საწევრო 5 ლარი საკმარისია ერთი თვის მანძილზე დავდოთ 12 ბილეთი. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა პროექტის მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, რომ კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ თვენგანს, ნებისმიერ დროს. რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბილეთების დადებაში. ვისაც სურვილი ექნება შეუძლია კომენტარში დამიწეროს, შემოიტანოს საწევრო 5 ლარი (betlive.com 827562 ce.es.ko გ.კ.) და აუცილებლად მომწეროს სმს_ი ჩარიცხვის შემდეგ ტელეფონზე 558 546 546, საწევროს ჩარიცხვის ბოლო თარიღია ყოველი თვის 20 რიცხვი. რაც შეეხება მეორადი ტანსაცმელების, საყოფაცხოვრებო ნივთების, მეორადი ტექნიკის, პროდუქტების (მალფუჭებადი არა) შესაგროვლებლად გთხოვთ მოიტანოთ ქ. თბილისი, ჭავჭავაძის #6 უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაჩერებასთან არის ჩემი მეორე სამსახურის ოფისი. სადაც მუდმივად ყოველდღე საღამოს 8 საათამდე ერთი კაცი მაინც არის. მოსვლის დროს ზარი მომეცით.  ჩვენი ფეისბუკ გვერდია  https://www.facebook.com/dgis.fsoni

რა უნდა გითხრათ მართალი გითხრა არ ვიცი, ისეთი შედეგი დადეთ შაბათის პროგნოზებში უბრალოდ "ბრავო". ძალიან მაგრები ხართ, 19_დან 19 გამოცნობილი. აი, ეს არის შედეგი და რეკორდი. გილოცავთ ყველას მოგებულ ბილეთს და აწი სულ მწვანეები, დღესაც ველი ბილეთის მოგებას. სამშაბათის ბილეთის დადებაში პატარა ცვლილებაა ბანკეტთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიან გთხოვთ დაუკვირდით თამაშების ჩატარების თარიღებს. სამშაბათს დაიდება მხოლოდ პარასკევ დილამდე ჩატარებული თამაშები, ხოლო შაბათ-კვირის ბილეთები დაიდება პარასკევს, ასევე შაბათის ბილეთში შევა პარასკევის თამაშები.

"დღის ფსონის" კლუბის წევრების რიგით მე-3 შეკრება შედგება 6 ოქტომბერს შაბათს 14:00 საათზე, რესტორანი "კალანდა" (მარჯვენა სანაპირო #2, ოკრიბას ხიდთან არ მისული მარჯვენა მხარეს, სამთოქიმიის შენობის უკან სანაპიროზე), სადაც წინა დღეს იქნება "იმედის ფსონის" დაბადების დღის ბანკეტი. ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოდის ბანკეტზე, შეკრებაზე მათაც შეუძლიათ მოსვლა და არაა აუცილებელი ბანკეტის ფულის დადებაში მიიღოს მონაწილეობა.

ამ წუთიდან კლუბის წევრებს ვთხოვ შემოგვთავაზონ თავიანთი ერთი თამაში მინიმუმ 1.3 კოეფიციენტით, რომელიც ჩატარდება სამშაბათს 2 ოქტომბერს 15:00 საათიდან პარასკევს 5 ოქტომბერს 12:00 საათამდე. თამაშების მოწოდება შეწყდება ორშაბათს 1 ოქტომბერს 22:00 საათზე.


ერთი თხოვნაა კიდე რამოდენიმე კლუბის წევრის და მათ შორის ჩემი. თამაშების მოწოდების დროს იქნებ უფრო გარჩევით დაგვიწეროთ თუ რატო ფიქრობთ თქვენს პროგნოზს, რადგანაც ქულების დაწერის დროს უფრო კარგად შევაფასოთ, არც აქამდე იყო შეფასებულები ურიგო, მაგრამ მაინც.

წარმატებულ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ...
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 21

  1. robert dani Offline 1 ოქტომბერი 2018 21:52
    asia     afc   chempion   liga   02.10.2018         19.15
    ალ სადი-პერსეპოლისი-1        ნუ   აქ        ერთი   ტაიმის   მოგება    პირველი  გუნდის
    პირველი   ნახევარფინალი        ალ  სადი     კატარის   ლიდერია      რომელიც   6   თამაშსი    გაიტანა   33    გოლი ,,,,კი   კატარის   ჩემპიონატი   არარის   ტოპ    მაგრამ    ეხლა    არის   მაგარი  პოპულიზაცია   ფეხბურთის    ალბათ  იმიტომ  რომ    შემდეგი   მსოფლიო  კატარში  იქნება,,,,ირანის    პერეპოლისი   ცუდი      გუნდი  არარის,,,კი   რა   უნდა   ცუდ   გუნდს    ნახევარფინალში    და  მგონი   თყ   ფიქრობს  ფინალში   ითამაშოს      უფრო     შანსი   მაინც    შინ   საპასუხო   თამაშზე,,,,,
    ალ     საიდში     არიან    კარგი   ფეხბურთელები      ბომბარდირი   ალჟირელი    ბუნეჯახი  რომელიც   მაგარ  ფორმაშია    და    ჩემი   ლეგენდა    ხავი    რომელიც   თავის    საქმე   კარგათ  აკეთებს,,,,ტრენერიც   პორტუგალელი   კარგი   სპეციალისტია
    კატარის   გუნდი    შინ   კარგათ   თამაშობს   და     პირველი  თამაში    მოიგებს
    კატარის    გუნდს    სერიოზული   მიზნები ,,,,,,,შეიხები,,,,,,,,,,და     მაინც     არის    რაღაც   აქსიომა     როცა     მსოფლიოს  მასპინძელის     გუნდები    კარგათ   თამაშობენ
    სხვა   თამაშები    რომელიც   ფიქრობ   უკვე   არის  მოწოდებული,,,,,,,,,სიტის   კუთხურების   მეტობა     არარის    ბეტლივზე
    და     ერთი    ჩოგბურთი   პროსტო    ადრე    იწღება      კარბალეს  ბაენას  მოგება  შეპერს  თან      იტალია  


  2. kaxa75 Offline 1 ოქტომბერი 2018 21:22
    აეკი-ბენფიკა (3,5) მეტი ბარათი 

    ორივე ძალიან უხეში მოთამაშე გუნდი, პრინციპულ დაპირისპირებაში
  3. enveri1973 Offline 1 ოქტომბერი 2018 20:46
    პ.ს.ვ.-ინტერი ორივე გაიტანს-კი(1.6) 3 ოქტომბერი
    ჰოლანდიელები სახლში ძალიან ხალისიან და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.ისინი ისეთ ჯგუფში მოხვდნენ,რომ მანდ რაიმე გეგმა ან ტაქტიკა პლეიოფში მოსახვედრად სავარაუდოდ არ უნდა არსებობდეს.მე მგონი პ.ს.ვ. შეუტევს თავიდანვე და ერთი გოლის პოტენცია ნამდვილად აქვს.ინტერი ხელცარიელი რომ დაბრუნდეს ეინდჰოვენიდან დაიღუპება,ამიტომ ისიც მოგებაზე ითამაშებს და შეუტევს.ვფიქრობ ესენი ერთმანეთს გაუტანენ.

  4. giorgi.xecuriani
    giorgi.xecuriani 1 ოქტომბერი 2018 15:58
    ტოტენჰემი  ბარსელონა 1X (1.76)  ყველამ ვიცით როგორ ცუდ ფორმაშია ბარსელონა და ძალიან არეულ ფეხბურთს თამაშობს და მის თავს არ გვნან და ეხლა ამ სიტუაციიდან გამომდინარე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოიგოს უემბლიზე თან ტოტენჰემთან რომელიც შევიდა ფორმაში და დაიწყო თამაშების მოგება თან ლიგაზე წაააგო ინტერთან და ამ თამაშის წაგების უფლება არ აქვს თორე მერე ძალიან გაუჭირდება ამ ჯგუფიდან გასვლა არარის ცუდი გუნდი ინტერი .  ვფიქრობ რომ ასეთი კარგი შანსი არ ექნება ტოტენჰემს და პოჩეტინიოს რომ დააამარცხოს ბარსელონა რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია. 
  5. nik1991 Offline 1 ოქტომბერი 2018 15:43
    ევროპის ლიგა  04/10   23:00

    სარპსბორგი - გენკი  გენკის ერთი ტაიმი  1,34 

    გენკი ფანტასტიურ ფორმაშია 26 მათჩი 3 ფრე 23 მოგება სასწაული შედეგია და არ მგონია ეს სერია დასრულდეს ეხლა ნორვეგიულ გუნდთან რომელმაც 7 თამაში წააგო ზედიზედ , მგონია რო გენკი მოიგებს მაგრამ დაზღვევით მაინც :-) 
  6. Ledani Offline 1 ოქტომბერი 2018 15:17
     ჩელსი–მოლ,ვიდი, 2,5–მეტ. კოფ. 1,31.  ევრ. ლიგა.

    ჩელსი  ევრ. ლიგის პირველ თამაშს ატარებს სახლში და შეეცდება ლამაზი თამაში ჩაატაროს, ბევრი გოლები გაიტანოს. მოლ ვიდი ბოლო თამაშებია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, ამიტომაც ბანალური მეტობა მგონია.  შეიძლება "გოლი" ორივე ტაიმში ჩაიწეროს, მაგრამ სანამ ვწერდი კოეფიციენტი  შეეცვალა,  ეხლა გახდა 1,27.
  7. iraklius Offline 1 ოქტომბერი 2018 10:49
    სტოკი - ბოლტონო   1,5 მეტი

    დიდი ალბათობით აქ ერთი რომელიმე გაიტანს მარტი 2 გოლს....სტოკს კარგი თავდასხმა ყავს და არ უჭირს გოლების გატანა..მაგრამ დაცვა ისეთი ყავს ვისაც არ ეზარება ყველა უტანს და თან არა მარტო ერთ გოლს...მოკლედ ადვილი პროგნოზი მგონია და ვნახოთ რა გამოვა))))
  8. gio-milani Offline 1 ოქტომბერი 2018 08:57
    აინტრახტი - ლაციო 1.5 > 1.3

    ტოტენჰემის ფორით არ წაგებასა და ლივერპულის x2 შორის ვარჩევდი რომელი ამეღო,უცებ კი ამ თამაშზე აღმოვაჩინე,რომ 1.5 ზე მეტ გოლს,ჩვენი ფორმატისთვის მისაღები კუში ქონდა...ნუ როგორ უნდა ახსნა ესეთი გუნდების შეხვედრის დროს 1.5> გოლი რომ გავა ეგ მართლა არ ვიცი,მაგრამ ორივე შემტევი და უხვი რაოდენობით გამტან-გამშვებები რომ არიან ეგ ვიცი ????????

    რაც შეეხება შაბათის ბილეთს,მართლა ძალიან მაგარი შედეგი დაიდო და გილოცავთ ყველას,ასე გაგვეგრძელებინოს ))) 
  9. notingem80 Offline 1 ოქტომბერი 2018 06:41
    "სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!"---შოთა რუსთაველი ეხლა, რომ ცხოვრობდეს და ფეხბურთის ფანი იყოს ამას სანდერლენდზე დაწერდა blush---პრემიერლიგის სტაჟიანი ბინადარი სანდერლენდი ეხლა ინგლისის რანგით მესამე ლიგაში იმყოფება, პიტერბროს კი გასვლაზე 5-ვე შეხვედრა აქვს მოგებული და სანდერლენდის პირდაპირი კონკურენტია, ხვალ ჭეშმარიტების 2 საათი ჩამოკრავს სანდერლენდისთვის და მოიგებს ამ თამაშს---მასპინძლის ფაქტორი აქ უდიდესია და ჩაწყობას კი გამოვრიცხავ---სხვა თემები, ვინაა გრიპით დაავადებული და ვინ ნაბახუსევზე იქნება თავად დადგინეთ და ისე მიეცით ხმა ამ თამაშს---მოკლედ---სანდერლენდი პიტერბრო---1X---1,33
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  10. nedherlands Offline 1 ოქტომბერი 2018 00:16
    ასტონ ვილა-პრესტონი 1.5 მეტი 1.35

    ასტონ ვილას მოგებაც მგონია, მაგრამ კუში მისცეს მაღალი და ამიტომ შევიკავე თავი ერთი ტაიმის მოგებაზეც.
    გოლებს რაც შეეხება, ასტონ ვილა იტანს და უშვებს კიდეც, პრესტონი კი ბოლო ადგილისთვის კარგად იტანს და 10 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი, გაშვებას რაც შეეხება 21 აქვს გაშვებული. ასტონ ვილას რაც შეეხება 16-15 აქვს. ურთიერთშეხვედრებშიც ორ ბურთზე ნაკლები არ არის გასული არც ერთში.
  11. quteiseli1
    quteiseli1 30 სექტემბერი 2018 23:25
    პსჟ ცრვენა ზვეზდა   1 გუნდის გოლები 3 და მეტი   

    თუ კუში ეყოფა 2.5 ზე მეტი ჩამიწერეთ, თუ 1.3 ზე დაბლა იქნა კი პსჟს 3 გოლი მინიმუმ. პსჟ ლივერპულთან წაგების მერე ლიგაზე რეაბილიტაციას მოახდენს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დიდი ანგარიშით მოგებით. სახლში ყოველთვის დიდი ანგარიშით იგებს, ცრვენა ზვეზდამ კი მემგონი მაქსიმუმი გააკეთა უკვე ნაპოლისთან ფრე და არამგონია რამე წინააღმდეგობა გაუწიოს პსჟ ს. 
    (არ მინდოდა ესეთი ბანალური პოზიციის დაწერა, სხვაც ბევრი გავარჩიე მარა ისე მარტივად ჩანს რო სულმა წამძლია;D)
  12. sardala
    sardala 30 სექტემბერი 2018 18:48
    შაბათის ბილეთზე ითქმის "Unbelievable", დაუჯერებელი რამ მოხდა, ყოჩაღ ბიჭებო!!!

    რაც შეეხება სამშაბათის თამაშებს, მე ავარჩიე :

    ჰალ სიტი - ლიდსი X2
    ვიცი ეს კვირა ჩემპიონთა და ევროპის ლიგას ეკუთვნის და ნაკლებად გვეცლება ჩემპიონშიფისთვის, მაგრამ ვინც გადახედავს ალბათ დამეთანხმება რომ ლიდსის წასაგები თამაში არ არის ეს. ჰალი ვერაფერი გუნდია წელს, ჩემპიონატში საკმაოდ ფსკერზეა მოქცეული და ვერ აჩვენებს კარგ შედეგს, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა აქვს ლიდსის, რომელსაც რომ არა ბოლო ორ ტურში წაფორთხილება პირველ ადგილზე იქნებოდა... ლიდსისთვის ჰალი მშვენიერი შანსია რომ მოგებათა სერია გააგრძელოს. ბოლო პერიოდშიც ან უგებს ლიდსი ჰალის ან ფრეს ჯერდებიან.
  13. DudI_BIANCONERO Offline 30 სექტემბერი 2018 17:53
    პ.ს.ვ  - ინტერი  X2   1.38
     ამ ჯგუფში ინტერისთვის პ.ს.ვ-თან წაგება ჯგუფში ჩარჩენას უდრის დიდი ალბათობით... შემდეგ უწევს ბარსასთან 3-4 ტურში შეხვედრა და იქ ძაანაც რომ უნდოდეს''უეჭველ'' ქულებს ვერ დაგეგმავს.. ჩემი აზრით ეს თამაში ინტერისთვის არის გადამწყვეტი სადაც  წაგება არავითარ შემთხვევაში შეიძლება...
  14. konstanntine67 Offline 30 სექტემბერი 2018 17:04
    პირველი გაფუჭებული  თამაში.... ბილეთში  მაინც  არ  შესულიყო, ვწუხვარ...
  15. ExTreMaL Offline 30 სექტემბერი 2018 16:55
    Hoffenheim  -  Manchester City 2 (1.45)
    იმით დავიწყოთ რო სიტი ტურნირის ერთერთი მთავარი ფავორიტია ძალიან კარგ ფორმაშია და არ გაუჭირდება ჰოფენჰაიმის დამარცხება მითუმეტეს პირველი წააგო.და ზედიზედ 2ს არ გატეხავს , შემადგენლობა: სიტის ისეთი სკამი ყავს მეორე შემადგენლობითაც მარტივად მოიგებენ.
    ჰოფენჰაიმმა ცუდად დაიწყო სეზონი ცუდ ფორმაშია დაცვა არ უვარგა ყველა თამაშში გოლს უშვებს მარტივი ორიანი მგონია რა
    1. sardala
      sardala 30 სექტემბერი 2018 18:30
      ეხ როგორ მეიმედებოდა მე დავწერ სიტისო :D
  16. dima1991 Offline 30 სექტემბერი 2018 12:46
    ატლეტიკო - ბრიუგე 1

    ატლეტიკო მშვენიერ ფორმაში შევიდა დალაგდა გუნდი მოიგო ზედიზედ თამაშები არ წააგო დერბი რეალთან და ვფიქრობ მარტივად დაამარცხებს ბრიუგეს საკუთარ მოედანზე ბრიუგე ბელგიაში კიბატონო მაგრამ არაფერი გუნდია ასეთ დიდ გუნდებთან შედარებით
    ამიტომ ამ თამაშს აუცილებლად მოიგებს რომ თავი კომფორტულად იგრძნოს რადგან შემდეგ უწევს ლიგაზე სახლი-გასვლა ბორუსიასთან და იქ რა მოხდება არავინ არ იცის ასე რომ მადრიდში არ მგონია სხვა შედეგი დაფიქსირდეს და არც უნდა დაფიქსირდეს !!!  
  17. konstanntine67 Offline 30 სექტემბერი 2018 10:37
    ცსკა - რეალი 2  კუშით 1,5; ძალიან მაგარი და იოლი  თამაშები  ჩანს ამ ტურში  და  ყველა  რომ  წამოვიდეს  დაიხურება  ტოტალიზატორები,  ამიტომ  ცოტა  სიფრთხილეა  საჭირო,   ამ  თამაშში  რეალის  მოგების  მტკიცება  ცოტა  ბანალური  იქნება  გუნდების დონის  გათვალისწინებით  და  სანამდე  რუსეთში  ყინვები დაწყებულა  ვისარგებლებ   და დავდგები რეალზე.
  18. 5,5meti
    5,5meti 30 სექტემბერი 2018 09:35
    დორტმუნდი-მონაკო    1
    კარგ ფორმაშია დორტმუნდი და მგონია რო ასეთ მონაკოს ადვილად უნდა მოუგოს.
    თან შურსაც იძიებს შარშანდელის გამო.
  19. ceesko
    ceesko 30 სექტემბერი 2018 09:12
    რომა - პლზენი 1 1,34 (ჩემპიონ ლიგა) 02/10 23:00

    რომაელები ასე ადვილად, რომ არ ნებდებიან ყველამ კარგად ვიცით გასულ წლებს თუ გადავავლებთ თვალს. რეალთან წაგების შემდეგ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა ჩეხების წინააღმდეგ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. უბრალოდ სხვა შედეგს მართლა გამოვრიცხავ. რომამ უნდა მოიგოს...
  20. noon
    noon 30 სექტემბერი 2018 09:07
    ბაიერნი - აიაქსი 2.5_ზე მეტი (1,36)

    ჩემპიონლიგა, კარგი დაპირისპირება, ორივე ლიდერები შიდა უხვგოლიან ჩემპიონატებში. ჩემის აზრით იქნება ბევრი გოლები, იქნება ლამაზი, გახსნილი თამაში, ორივე ძალიან კარგ ფორმაში. შედეგიან ფრესაც არ გამოვრიცხავ. წარმატებები
File engine/modules/clean_sign_up.php not found.