აქციის ვიდეო და სიახლეები !!!

მეგობრებო ეს არის ჩვენს მიერ ტელეფონით გადაღებული,მართალია არაპროფესიონალურად,მაგრამ გულით და სულით გაკეთებული ვიდეო,რომლის შექმნისთვისაც მადლობა ყველას,ვინც მიიღო მონაწილეობა და GOcha (MILAN) - ს ვინც ეს ყველაფერი დაამუშავა...ვიზიტი გაიწელა 2 დღეზე გარკვეული მიზეზების გამო...სიხარულით ვტვირთავთ ამ ვიდეოს და დავწერთ იმ ნიკებს ვინც აქციაში მიიღო მონაწილეობა უშუალოდ...

დღე : 1 

1) gio-milani    2) iraklius    3) bacho.koentrao    4) nederlands    5) tariel (samtredia)    6) ledani

დღე : 2

1) gio-milani    2) iraklius    3) dede74    4) ledani    5) robert dani    6) stilet    7) igrok    

ეს არის ოჯახი,რომელიც ცხოვრობს ახმეტელის მეტროს მიმდებარედ,სითი მოლის უკან ვაგონში,უმძიმეს პირობებში...ჩვენ შეძლებისდაგვარად არსებული თანხით,ამ ოჯახს შევუძინეთ მაცივარი,გაზქურა და ვინტილიატორი,ამის გარდა ბავშვებს ტანსაცმელი შევუძინეთ და პროდუქტი დაახლოებით 1 თვის მარაგი...კადრებს გიტოვებთ,იმედი გვაქვს,რომ გაგახარებთ ეს ვიდეო და ჩვენს ბედნიერებას გაიზიარებთ ყველა...

სხვა საკითხებთან დაკავშირებით სიახლეებს დავდებთ შემდეგ პოსტებში და ყველას გთხოვთ იყოთ ყურადღებით )))


მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 13

  1. dima1991 Offline 1 ივლისი 2019 01:13
    გაიხარეთ მეგობრებო...
    სასიამოვნოა ამ კადრების ხილვა რაც ყველას ერთად გვსურდა გაიხარეთ და წარმატებას გისურვებთ მეორე სეზონში და ზუსტად ვიცი ეს არაერთხელ განმეორდება... wink wink wink  
  2. Hardwell Offline 1 ივლისი 2019 00:22
    ბრავო ბიჭებო ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ!  blush 

    მიხარია,რომ რაღაც დოზით ამ ყველაფრის მონაწილე ვარ:) 
    წარმატებები ახალ სეზონში!
  3. nik1991 Offline 30 ივნისი 2019 17:59
    ძალიან მაგარია , კარგ საქმეს ვაკეთებთ და ესე გავაგძელოთ ბიჭებო კიდე ბევრ ოჯახს გავახარებთ კიდე ახალი სეზონიდან... ჯიგრებიხართ <3 <3 <3 
  4. enveri1973 Offline 30 ივნისი 2019 14:39
    Dzalian gamixarda rom es aqcia shedga.yvelas didi madloba megobrebo,gansakutrebit organizatorebs.moutmenlad velodebi axali sezonis dawyebas da met warmatebebs.
    Cven es shegvidzlia!!!!))))
  5. bacho.koentrao Offline 30 ივნისი 2019 14:06
    ენით აუღწერელი სიხარული განცვიცადეთ თითოეული აქციის წევრმა ამ დღეებში.  ვინც ნახავს ამ კადრებს არანაკლებ სიხარულს განიცდით დარწმუნებული ვარ.. დიდი მადლობა ყველას გვერდშ დგომისთის დიდი იმედი მაქვს ბევრ აქციებს გავმართავთ უფლის წყალობით და კიდევ ბევრ ოჯახს გავახარებთ... წარმატებები ჩვენ და ნელნელა ვიქოქებით ბიჭებო...
  6. konstanntine67 Offline 30 ივნისი 2019 11:34
    გაგახარათ  ღმერთმა, ეს ერთი და სხვა მრავალი... 
  7. Ledani Offline 30 ივნისი 2019 11:24
    ამ  კადრებს ემოციების  გარეშე ვერ უყურებს ადამიანი,  ეს ყველაფერი თქვენი  დამსახურებაა ვინც გვერდში გვედგა,  გაიხარეთ ბიჭებო  და მრავალ  ასეთ დღეებს გისურვებთ.
  8. igrok Offline 30 ივნისი 2019 09:37
    ამდენი ხნის ლოდინი ნამდვილად ღირდა რომ ეს კადრები გვენახა  blush 
    დარწმუნებული ვარ უკვე სისტემატიურ ხასიატს მიიღებს ეგ ყველაფერი და ბევრად მეტ ოჯახს დავეხმარებით რომლებსაც ნამდვილად სჭირდება ჩვენი ყურადღება და გვერდში დგომა  heart_eyes
    ძალა ერთობაშია !!!
  9. stilet Offline 29 ივნისი 2019 23:48
    ძალიან ძალიან  სასიხარულოა ,გაგახარათ ძმებო ღმერთმა თითოეული თქვენთაგანი და თქვენთან ერთად ყველა ის, აბსოლუტურად ყველა ვინც გარედან გვგულშემატკივრობს,იმედის ფსონი იქნება თუ ისე მაყურებელი,ვინც ახლა ჩვენს გვერდიდ არაა და მომავალში იქნება, ის დღე და ის ადამიანები ვინც პირველმა გააჟღერა ამ იდეის შესახებ, ვინც დღეს დღეობით ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მეგობრები ჩვენი გუნდი,  ყველას ყველას დიდი მადლობა! შეგეწიოთ ღმერთი!!! 
    P.S.  წინ უფრო მეტი გაკეთებული საქმე და უფრო მეტი სიხარული გველოდება! ამაში დარწმუნებული ვარ იმით  რა გუნდიცაა შეკრებილი "დღის ფსონი"v-gamarjveba! სხვანაირად ვერ იქნება! 

  10. nedherlands Offline 29 ივნისი 2019 23:20
    მართლაც საამაყო კადრებია და დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, გიო მილანს და თითოეულ დღის ფსონის წევრს. ასევე  ყველას ვინც გვგულშემატკივრობდა მთელი ამ ხნის მანძილზე. ასევე დიდი მადლობა ლევანს (სალუქვაძეს) და მთლიანად იმედის ფსონის გუნდს. იმედია შემდეგშიც ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ... მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
  11. iraklius Offline 29 ივნისი 2019 23:04
    ერთწლიანი ლოდინის მერე ახდა ოცნება!!!))) გილოცავთ ყველას..ერთად დგომას და მომავალში უამრავ წარმატებას გისურვებთ!!!
  12. DudI_BIANCONERO Offline 29 ივნისი 2019 22:50
    გაიხარეთ ბიჭებო ძაან სასიამოვნო კადრებია... იმედია ერთობლივი ძალებით კიდე ბევრ ადამიანს გავახარებთ...
  13. gio-milani Offline 29 ივნისი 2019 22:47
    პირადად ჩემგან,აი უღრმესი და უდიდესი მადლობა ყველას,ვისაც წვლილი მიგიძღვით ამ ყველაფერში ))) სიამაყის გრძნობით ვუყურებ ყოველთვის ამ ვიდეოს და მიხარია,რომ ჩვენ ეს შევძელით და დამიჯერეთ,რომ წინ უფრო დიდი სიხარული და უფრო მეტი დადებითი ემოციები გველოდება,რადგან მინიმუმ 1 ოჯახის გასახარებელი თანხა გვაქვს ხელში,ჩვენი სიახლეებით კი მჯერა და უდიდესი იმედი მაქვს,რომ ახალი სეზონიდან მინიმუმ 2 თვეაი 1 ვიზიტს შევძლებთ ))) პატივს გცემთ ყველას )))
File engine/modules/clean_sign_up.php not found.