ყურადღება!!!

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს,გისურვებთ უკეთესი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის...

    გთხოვთ სურვილის  შემთხვევაში,როგორც კლუბის წევრებს ასევე ჩვენს გულშემატკივრებს დაგვიფიქსიროთ კომენტარებში რას უსურვებდით "დღის ფსონს" მომავალ წელს (რას შეცვლიდით ან დაამატებდით სიახლეს)..თუ საინტერესო იდეები იქნება განვიხილავთ მომავალ შეკრებაზე და მოწონების შემთხვევაში დავაკანონებთ კიდეც...

ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო შევისვენებთ 7 ან 8 იანვრამდე,მანამდე ჩვენს ბილეთებს ვუსურვოთ წამატებები..
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 7

  1. enveri1973 Offline 5 იანვარი 2020 21:36
    გილოცავთ ყველას მეგობრებო ახალ 2020 წელს და მომავალ შობას.კარგი წელი ყოფილოყოს ჩვენთვისაც,ქვეყნისთვისაც და ჩვენი საერთო საქმისთვისაც.ვისურვებ,რომ ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი უფრო შეკვრის,გაძლიერების(დაძმაკაცების) და უფრო ხშირად შეხვედრების წელი.თამაშების გარჩევას რაც შეეხება,ვეთანხმები იმ მოსაზრებას,რომ კომენტარებში ნამდვილად უნდა დავასაბუთოდ,თუ რატომ გვგონია ესა თუ ის შედეგი. დამდეგ შობას გილოცავთ ყველას!!!!!
  2. dima1991 Offline 5 იანვარი 2020 03:36
    გილოცავთ მეგობრებო 2020_ს ყველა კლუბის წევრს ყველაფერს კარგს გისურვებთ... და ყველაფერს კარგს ვუსურვებ თქვენს ოჯახებს და თქვენთვის საყვარელ ადამიანებს... წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ...

    გიოს კი მეც ვეთანხმები არ გვაწყენს თუ მოკლედ მაინც ავხსნით ჩვენ ჩვენს პროგნოზებს... გასაგებია როგორც მე ისე სხვები ვდებთ იმას რაც ყველაზე მეტად გვჯერავს ყოველ ჯერზე რა პროგნოზსაც აქ ვწერ იმას პირად ბილეთშიც ვდებ... ხან ვუკეთებ კომენტარს ხან არა არ დაგიმალავთ და ზოგჯერ როცა გადავხედავ სხვა პროგნოზებს პირდაპირ დადებულს მერე მეც ცოტა არ იყოს მეზარებასავით და მეც პირდაპირ ვდებ... მეც მინდოდა ამ თემაზე კომენატრის გაკეთება მაგრამ მივყვებოდი პროექტს ისე როგორც მიდიოდა... როცა 100_დან 1_თ თამაშს ვაფავორიტებთ ასეც და ისეც გვაქვს აზრი თუ რატომ ის და არა სხვა ხო... და ჩვენც ის ვთქვათ და არა რამე სხვა... სულ ოდნავ მეტად დავიხარჯოთ და ვიცი დაგვიფასდება... ინდივიდუალურად ჩემთვის ყველა კლუბის წევრი ძალიან მაგარი პროგნოზისტები ხართ და წარმატებულ წელს გისურვებთ სხვა ყველაფერთან ერთად პროექტშიც... 
  3. nedherlands Offline 4 იანვარი 2020 17:42
    გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით. იღბლიანი წელი გვქონოდეს ყველას.
  4. iraklius Offline 4 იანვარი 2020 13:53
    გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს ბიჭებო...იღბლიანი წელი გვქონოდეს...
  5. gio-milani Offline 4 იანვარი 2020 13:52
    მეგობრებო გილოცავთ ყველას ახალ წელს,ყველას ოჯახებში საუკეთესოს მომტანი წელი ყოფილიყოს,ასევე საუკეთესო წელი ყოფილიყოს ჩვენი პროექტისთვის,იმედი მაქვს ახალი წლიდან იღბალი ჩვენს მხარეს იქნება და ყველა ბილეთს თუ არა იმდენს მაინც გავამწვანებთ,რომ თვეში 1 ვიზიტი შევძლოთ,ეს ყველა ჩვენთაგანისთვის იყოს პროგრამა მინიმუმი )))

    რაც შეეხება იდეას,მე მაქვს ესეთი თხოვნა ყველასთან,რომ გარჩევები მიუწეროთ ჩვენს თამაშს,ჩემთვის პირადად ძალიან რთულია ქულების დაწერის დროს,ყველას შემოთავაზებულ თამაშზე გადახედვა და იქედან 3ზე ქულის დაწერე,ყველა თამაშს კიარა,საკუთარ 1თამაშსაც ძლივს ვპოულობ ხანდახან,არის შემთხვევებიც,როცა ვერც ვახერხებ თამაშის დაწერას,ან ხმის მიცემას,ეს რათქმაუნდა ჩემი სამსახურის და ზოგადად ცხოვრებისეული რეჟიმის ბრალია და მე პირადად ვთვლი,რომ ქულების დაწერის დროს უსამართლოდ ვწერ ამა თუ იმ თამაშზე ქულას,რადგან უმეტეს შემთხვევაში ვუწერ ქულებს ისეთ შეხვედრებს,რომლის წარმოდგენაშიც ასე თუ ისე ვარ,თორემ ვაღიარებ ქულის დაწერისას ვარ არაკომპეტენტური...მარტო მე არ ვიქნები ესე დარწმუნებული ვარ ამაში,ყველას გვაქვს პირადი ცხოვრება,საქმეები და ყიველთვის არ გვექნება დრო ვიჯდეთ კომპთან და ვარჩიოთ თამაშები და ისე ვწეროთ ქულები...სწორედ ამიტომ,დავწეროთ ყველამ ჩვენი თამაში გარჩევით,შემოვალ საიტზე,ვნახავ პროგნოზებს,წავიკითხავ გარჩევას და იმის მიხედვით ავარჩევ სწორად ჩემს 3თამაშს...დავანახოთ ერთმანეთს რატომ და რის გამო უნდა მოიგოს იმან,ან რატომ უნდა დაჯდეს აქ კი,კუთხური,აუტი და ა.შ.... მე მგონი ამაში რთული არაფერია,ერთმანეთს ნუ ვაძებნინებთ ჩვენს შემოთავაზებულ თამაშში რა ლოგიკა დევს,თორემ მე ჩემი ლოგიკით ვწერ იმ 3თამაშზე ქულას ეგრე გამოდის...ასე რომ ჩვენი შეხედულებით კი არა,ახალი წლიდან მოდი ქულები ვწეროთ რეალურად კარგად გარჩეულ თამაშებზე,ლოგიკას მივცეთ ხმა და ბილეთი შეხედულებით კიარა სწორი მიდგომით შედგება,შედეგიც დარწმუნენული ვარ გაუმჯობესდება ))) სხვებიც თუ გამოხატავთ თქვენს აზრს კარგი იქნება,სანამ ვისვენებთ იქნებ სწორ აზრამდე მივიდეთ,რომ ახალი წლიდან სულ მწვანე ფერები გვქონდეს )))
  6. tariel(samtredia) Offline 31 დეკემბერი 2019 21:43
    დღის ფსონის ყველა წევრს ვულოცავ ახალ წელს, ყველა კეთილი სურვილებით.
    ჩვენს ჯგუფს ვუსურვებ უფრო მეტ იღბალს, და უფრო მეტ მოგებულ ბილეთს.
  7. Ledani Offline 31 დეკემბერი 2019 10:11
    მეგობრებო, კლუბის წევრებო, გილოცავთ შობა–ახალ წელს, იყავით ჯამრთელნი და ბედნიერნი, გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ჩვენს საერთო საქმეში. "დღის ფსონს" ვუსურვებ მოძლიერებას რათა მრავალი ოჯახისთვის გაეწიოს დახმარება.
File engine/modules/clean_sign_up.php not found.