30 ივნისის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

ევერტონი-ლესტერი 1 / 2-1
მალიორკა-სელტა 2 / 5-1
ბარსელონა-ატლეტიკო კი / 2-2
სპალი-მილანი 2 / 2-2

კოეფიციენტი: 20.1

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 23

  1. Hardwell Offline 2 ივლისი 2020 13:45
     patse  ცსკა-ს და რუბინს ადარებ ერთმანეთს?! ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ცეესკა არის წითელი არმიის გუნდი და ამაზე ვართ აღშფოთებულები.
    არც ის გვსიამოვნებს სხვა რუსულ კლუბებში რომ თამაშობენ ქართველები,მაგრამ ცეესკას შემთხვევა გაცილებით მძიმეა. 
  2. chipe888
    chipe888 2 ივლისი 2020 09:45
    ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენიაზე,1922წ:„დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გაველურების და გახრწნის კარამდე!“. 1923 წელი,ციხიდან გამოსვლის მერე თქვა:„როგორ სარგებლობენ მტრები ჩვენი უდისციპლინობით და შეუგნებლობით, მისი მაგალითი ბევრია, მაგრამ აქ მოვიყვან მხოლოდ ერთს. რუსეთის ეკლესიას არ მოეწონა ჩვენი ავტოკეფალიის გამოცხადება, რუსეთის ეკლესიიდან ყოველთვის გვიმზადებდნენ სხვადასხვა დაბრკოლებას…“  

     ერის გადაშენებაზე საუბრობდა და ფაქტიც სახეზეა. სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაკლებობა და ძალადობისთვის ქრისტიანობის დაძახება. სსრკ მაგარი გამოდგა და ის მოახერხა,რაც ბევრმა ვერ ქნა ამ ქვეყანაში. ერიც და ბერიც შევეცადოთ,არ ვიყოთ დასაყრდენი რუსეთისთვის საქართველოსთან ბრძოლაში.
  3. Giorgi(Dinamo)
    Giorgi(Dinamo) 1 ივლისი 2020 20:10
    ,, ჯაყოს ხიზნები"
    ამით ​იმედია ყველაფერი ნათქვამია და გასაგები​​😶

    ციტატა: Giorgi(Dinamo)
    ,, ჯაყოს ხიზნები"
    ამით იმედია ყველაფერი ნათქვამია და გასაგები😶
    წიგნის ელ. ვერსია
    https://eon.ge/book/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%
    83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

    ვიდეო მასალა
    https://youtu.be/cTUykKzRjiU
  4. notingem80 Offline 1 ივლისი 2020 14:50
    Nika Gaprindashvili -----წარმოიდგინე ჩვენი ქვეყნის დამაქცევარის, 25%-ის დამპყრობის და ასიათასობით ქართველიც დევნილებად მქცევარის, ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მთავარ გუნდს გულშემატკივრობს ქართველი იმიტომ, რომ იქ შენგელია ითამაშებს-----ასეთს მაგრად გაუხარდება ქართველი ერის პათოლოგიურად  მოძულე  და მტერი, ვალოდია პუტინი თუ თასს გადასცემს ცსკა-ს და თვალზე ალბათ პატრიოტული ცრემლები მოადგება confused expressionless  angry
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  5. lasha84
    lasha84 1 ივლისი 2020 14:45
    ხალხო, მოკლედ წერეთ და ლაკონურად, თუ გინდათ რომ წავიკითხოთ. ან სხვაგან გაარჩიეთ ეგ პოლიტიკური საკითხები. 

  6. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 1 ივლისი 2020 14:02
    smile ომი არაა უბრალოდ პოლიტიკაა.


    თურქეთს რანაირად ადარებთ დღევანდელ რუსეთს? ჯარი ყავს ჩვენ ტერიტორიაზე და ხალხს გვპარავს ყოველდღე.

    გავიგე რომ საუკუნუს წინ თურქეთიც მტერი იყო, მაგრამ დღეს რა მოთხოვნები გვაქვს თურქეთთან? მე როგორც ვიცი არაფერი.
    არც ის გამიგია დღეს ვინმე თურქეთიდან გამოგდებული იყოს აქ და საკუთარ სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.

    თურქეთის და საუკუნეების წინანდელი მტრების თემა შემოტანილია თავად რუსული პროპაგანდის მიერ, რომ რუსეთი მეგობარია თურქეთია მტერი.


    მერე კიდე სპორტსმენები ამისგან უნდა გავმიჯნოთო, რატომ მარტო სპორტსმენები მაშინ? ჩვენც გავემიჯნოთ და "უბრალოდ პოლიტიკას" და წავიდეს, რუსეთის არმიაში, ზოგი ინჟინრად, ზოგი დაქირავებულ ჯარისკაცად, ზოგი პროგრამისტად და  ა.შ. ვემსახუროთ რუსეთის არმიას, პოლიტიკას გავემიჯნოთ.... თუ სპორტში ადამიანები არ არიან და მარტო მაგათ აქვთ უფლება ყველაფერზე მაღლა დადგნენ?

    სპორტი და პოლიტიკის გამიჯვნა ზოგადად ნიშნავს შემდეგს: მაგალითად ტალახაძამე რომ იყვირა 48 შემოხაზეთო, მე ძაან არ მომეწონება ეს, მაგრამ მაგის საქმეა, მიუხედავად მაგისა მაინც მთელი გულით ვგულშემატკიროვდი და ფიცარნაგზე მის მიერ ნაძახები 48 არაფერ შუაში იყო სპორტთან.

    მაგრამ, სხვა ქვეყანამ დაგბომბოს, ხალხი დაგიხოცოს, გაგიუპატიურს ათასობით ადამიანი სახლებიდან გამოყაროს მერე ჯარი ჩაგიყენოს, ტერიტორიებზე სეპარატისტები ჩაგისახლოს, და ეს თუ უბრალო პოლიტიკაა და რომელიმე ქართველმა თავის საქმიანობაში ამას ანგარიში არ უნდა გაუწიოს რავიცი...  

    ძაან გამიხარდა გუშინ რაც ქნა თორნიკემ და ვულოცავ მთელი გულით, მაგრამ რა წამსაც ცსკა-ში გადავა მორჩა. მე მაგას მოღალატედ ჩავთვი. 

    ვისაც უნდა ფეხები დაუკოცნოს და მადლობა უთხრას თავისი საქმეა... მე ჩემი შეხედულება მაქვს. 
  7. eXpress Offline 1 ივლისი 2020 13:19
    სელტას ხაფანგში ბევრი გაება  confused 
  8. zidane105
    zidane105 1 ივლისი 2020 11:56
    zuraxashuri გენაცვალე მაგ ქართველობაში, გენაცვალე მაგ ხედავაში!
  9. patse
    patse 30 ივნისი 2020 23:08
    არც მე მომწონს შენგელიას ტრანსფერი მაგრამ თქვენი ლოგიკით არც ნინუა უნდა გადავიდეს ბეშიქთასში და არც კვარაცხელია უნდა თამაშობდეს რუბინში და არც კვერკველია ლოკოში ... ხო არ მსიამოვნებს მაგრამ რაგაც პონტში ევროლიგას რო ქართველი მოიგებს გამიხარდება
  10. chipe888
    chipe888 30 ივნისი 2020 23:06
    სხვადასხვა პოლუსზე არ ვართ საერთოდ. უბრალოდ,რაღაცეების გააზრება და გადაფასება საჭირო. ქრისტიანი ვარ მეც და შენც,არც მე მომწონს ლგბტ და არც შენ,მეც დამოუკიდებელი საქართველო მინდა და შენც. უბრალოდ,შენ ქრისტიანობა ძალადობა გგონია და მე არა,თუ ვინმე არ მომწონს მასზე არ ვძალადობ და შენ პირიქით ფიქრობ,დამოუკიდებლობა მინდა,მაგრამ ყველასთან ბრძოლა არ გამოვა და შენ სხვაგვარად ფიქრობ,გინდა ყველა ტერიტორია ერთად დაბრუნდეს და მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოხდეს. ასევე,წარმატებები ზურა
     
  11. zuraxashuri Offline 30 ივნისი 2020 22:46
    ამ საკითხების განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, მით უფრო, სხვადასხვა პოლუსზე ვართ, როგორც გამოჩნდა. არ არის ეს თემები ამ საიტის ფორმატი, ისედაც მეტი მოგვივიდა.
    წარმატებები შენც და ამ საიტის ყველა მომხმარებელს!
  12. chipe888
    chipe888 30 ივნისი 2020 22:30
    აი,რანაირად გამონებს ის ქვეყანა,რომელმაც განვითარებისთვის ფული მოგვცა? დამონებას ეძახი,როცა გეუბნება რო ჩემი პარტნიორი თუ ხარ,მაშინ ჩემს წინააღმდეგ რატო მოქმედებო? ან ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცულიო,ეს არის დამონება? პარტნიორი თუ ვართ აშშ,მაშინ ამერიკულ კომპანიებს არ უნდა ვზღუდავდეთ რუსული კომპანიების სასარგებლოდ. რაც შეეხება იმას,რომ ეგ მიწები ჩვენია,კი ჩვენია,მაგრამ ეხლა ეს მოცემულობა გვაქვსთქო და არ ღირს მაგაზე ჩაციკვლათქო. ჯერ უნდა განვითარდე და მერე მიხედო მაგ საკითხს. 17 მაისი იქნება ეს თუ 20 ივნისი,რა აზრი აქვს. ის ელგბტია თუ რაც არის,არ აქვთ უფლებები თუ მარტო ქრისტიანები ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ყველა მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული,თუ გინდა ნორმალური ქვეყანა გერქვას. ქრისტიანობის სახელით ძალადობა მოსულა თუ რას მეუბნები ეხლა. ხანჯლებით რო დარეოდნენ,რა გადააშენებდით თუ რას მეუბნები ვერ მივხვდი. არ მოგწონს ვიღაც არ ნიშნავს რო კეტით სდიო და ცემო. ეს არის ძალადობა და ძალადობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ვერ გაქაჩავს დიდხან. ვიღაცის ლოგინში რა ხდება რატო უნდა ინტერესდებოდეს ვინმე,მით უფრო სასულიერო პირი. ეკლესიას და რელიგიას თვითონ სასულიერო პირები და მრევლი აქცევს,თორე სხვა არავინ ეხება. ძალაინ გთხოვმფანატიზმს ნუ აურევთ ქრისტიანობაში. რელიგიური ფუნდამეტალიზმი ყველაზე მურტალი რამეა და მაგის გამო ბევრი ცუდი ხდება და ხდებოდა მსოფლიოში. ქრისტეს საფლავის დახსნა იყო საბაბი ჯვაროსნების,რეალურად სავაჭრო გზები გაჩარხეს. ძალადობა ქრისტიანობა არ არის. ელგბტ შეილება ცოდვას ჩადის,მაგრამ შენ ან მე რა შუაში ვართ? ქრისტემ არ თქვა,ვინც უცოდველია იმან ისროლოს ქვაო? თან ამბობთ,რომ არ განიკოთხოთ მოყვასი და თან განიკითხავთ,ეს როგორ გავიგო? ბევრის ძალადობის პროვოცირება მოახდინა ეკლესიამ ამ ქვეყანაში,სხვებმაც დაუმატეს და იმიტომაც ვართ ჭაობში.
  13. zuraxashuri Offline 30 ივნისი 2020 22:12
    ე.ი. ტაო-კლარჯეთი რომ თურქეთმა მიითვისა, საინგილო აზერბაიჯანმა და დღეს აგერ გარეჯსაც ცხვირწინ გვაცლიან (იმიტომ რომ ქვეყანას პატრონი და გულშემატკივარი ხელისუფალი არ ყავს), სომხეთმა ლორე, ამაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს? ძალიანაც ღირს, ეს სულ უნდა გვახსოვდეს, შვილებსაც ვასწავლოთ და მოვა თაობა, რომელიც, ღმერთის ნებით, დაიბრუნებს ამ მიწებს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად! უცხოელებს ფული აქვთო ჩადებული და იმიტომ მართავენო საქართველოს, რა გამოდის, დაგვიპყრეს ესე იგი და გვმართავენ, მაშინ რა განსხვავებაა, იარაღით დაგვიმონებენ თუ ფულით, მონა ასეც მონაა და ისეც.
    პ.ს. ტაბურეტით დევნაში რას გულისხმობდი, ვერ მივხვდი, თუ 17 მაისის მოვლენები იგულისხმე, ტაბურეტით კი არა, ნაჯახით უნდა დევნო ყველა, ვინც ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, ოჯახის სიწმინდეს ფეხქვეშ თელავს, ტრადიციას აბუჩად იგდებს, რწმენას და ღმერთს გვიგინებს, გარყვნილებას გვიქადაგებს! 100 ათასი ქართველი შეეწირა ერთ დღეს ქრისტეს რწმენას, 6 ათასი გარეჯელი ბერი ეწამა ერთდროულად ქრისტინობისთვის, სარწმუნოებისთვის, საქართველოსთვის და ვიღაცა გაყიდული ენჯეოები და მათი მფარველები სხვადასხვა ეშელონებიდან მათ ხსოვნას გვიგინებენ, ამის მოთმენა შეიძლება?
  14. chipe888
    chipe888 30 ივნისი 2020 21:41
    zuraxashuri
    მტერია თუ არაა მტერი არ აქვს მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკაში. დღევანდელი მსოფლიო წესრიგი ეგრეა და გვინდა თუ არა მაინც უნდა მივყვეთ.ვხვდები რასაც გულისხმობ,უბრალოდ თურქეთი დღევანდელ სიტუაციაში არის ჩვენი პარტნიორი. გარეჯის თემაც ხომ არის გაარკვევი და კიდევ სხვა მიწებიც არის აზერბაიჯანის მხარეს,თან ძალადობრივად არ მიითვისეს. რატომ არ წავიდა საუბარი მაგ თემაზე სსრკ დაშლის მერე? ხომ არ ვამბობთ რო აზერბაიჯანი არის ჩვენი მტერი ან აზერები ხომ არ ამბობენ ჩვენზე,როცა ვიძახით მაგ. ბელექანი ჩვენიაო რო მტრები ვართ. ეს მოცემულობა არის დღეს და ამაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს ახლა,მაგრამ გეთანხმები არც უნდა დაივიწყო. დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო მინდა მეც,მაგრამ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. უცხოელი ელჩები იმიტომ გიწყვიტავენ საქმეს რო ფული აქვთ ჩადებული და თან ბევრი. იმის მაგივრად რო განვითარებისთვის გამოგვეყენებინა ეგ ფული პოლიტიკურმა ელიტა ჭამა ბოლო დონეზე და ეხლა იმის თავიც არ გვაქვს რო წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ შეგვიძლია მივცეთ უკან ის ფული და წავლენ ან მოკეტავენ. რა ფულის მიცემაზეა საუბარია ან რა ტერიტორიაზე,როცა კამათი მიდის ისევ რუსეთი მტერია თუ მოყვარე და რატომ არის ცუდი ქართველი სპორტსმენების თუსხვა სფეროს წარმომადგენელები რუსეთში "გულაობა". ხოდა სანამ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ იქნება მაღალ დონეზე და ფულაობა აღარ იქნება,მაშინ რუსეთსაც საკადრის პასუხს გასცემ და ვერც თურქეთი ილაყბებს მსგავს თემაზე. ვერ გაგვირკვევია რა გვინდა. ადამიანის უფლებები გვინდა იყოს დაცული და ვიღაცეებს ტაბურეტით დადევენ,დამოუკიდებლობა გვინდა და რუსეთზე ვართ ჩამოკიდებულები,საქმის გაკეთება გვინდა,მაგრამ ჯიბებს ისქელებენ,ხოდა ან რუსეთი წამოგარტყავს ხელს და ან თურქეთი.
  15. zuraxashuri Offline 30 ივნისი 2020 21:08
    მე რუსეთთან მიმართებაში გეთანხმებით 100%-თ, ვთქვი ეს თავიდანვე, მაგრამ თურქეთის მეგობრობზე ვერავის დაგეთანხმებით, აქ რაც მაგალითები მოგყავს, განსხვავებულია თურქეთის დღემდე მტრული დამოკიდებულებისაგან საქართველოს მიმართ, ოფიციალურადაც ნათქვამი აქვთ და არაოფიციალურადაც, რომ აჭარა თურქეთისაა, ბათუმი (პლეხანოვიც) უომრად აქვთ დაპყრობილი და ლენინმა აჩუქა თუ ორჯონიკიძემ, რა მნიშვნელობა აქვს, ქართულია მთელი ტაო-კლარჯეთი და ძალით აქვს წართმეული, ანექსირებული. ნატო და ოხრობები მე სულ არ მაინტერესებს, მე ბედნიერი და თავისუფალი საქართველო მინდა, დამოუკიდებელი და არა სხვა ქვეყნის ელჩების და ევროპარლამენტარების ჭკუაზე მოსიარულე,  უბრალოდ აღვნიშნე, რომ თურქეთიც ისეთივე მტერია საქართველოსთვის საუკუნეების მანძილზეც და დღესაც და რატო თამაშობენ ქართველები თურქეთში-თქო, ეს მაინტერესებს.
  16. chipe888
    chipe888 30 ივნისი 2020 20:42
    zuraxashuri
     თურქეთი იყო ჩვენი მტერი და მას მერე ბევრი რამე შეიცვალა. რაც შეეხება აჭარის თემას,ვიღაცეები ამბობენ,მაგრამ ოფიციალურ დონეზე არაფერი თქმულა მსგავსი. ეგრე საფრანგეთი და ინგლისი ძველი მტრები იყვნენ,ჯერ ასწლიანი ომი და მერე ამერიკის კონტინეტზეც იბრძოდნენ ერთმანეთში,მაგრამ დღეს პარტნიორები არიან. იგივე გერმანიამ ებრაელების გენოციდი მოუწყო და თან ორ მსოფლიო ომის ინიციატორია,მაგრამ დღეს პარტნიორები არიან.რუსეთიც რო გაჩერებულიყო და არ მოეწყო სამხედრო გადატრიალება,სამი ომი ჩვენს წინაააღმდეგ,არ მოეხდინა 20% ოკუპაცია და ყოველდღე არ წევდეს საზღვარს,მაშინ არ იქნებოდა ასეთი რეაქცია. ყველა მივესალმებოდით შენგელიას ამ ქმედებას და წარმატებასაც ვუსურვებდით,მაგრამ რუსეთი შორს არის მაგისგან. ამ ორი თემის შედარება არ შეიძლება ზურა,რადგან სხვადასხვა რამეა. დიპლომატიურ ურთიერთობებში არ არსებობს მტერი და მოყვარე სახელმწიფო,არსებობს საერთო ინტერესი და საპირისპირო ინტრესი. ჩვენი ინტერესია დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური ორგანიზაციები,ხოლო რუსეთის ინტერესია საქართველო იყოს მისი ყურმოჭრილი სახელმწიფო და არ მოუშვას ნატო საზღვართან,თან კავკასიაში.ეს წარმოშობს კომფლიქტებს და ადამიანები კვდებიან ამის გამო. ჩვენ რუსეთთან საომარი სიტუაცია გვაქვს,პირდაპირი ომი თუ არ მიდი არ ნიშნავს რო ყველაფერი კარგადაა. დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს და ასე იქნება მანამ,სანამ არ მოხდება ტერიტორიების დაბრუნება. მიწები მიტაცებული იმიტომ აქვს,რომ ლენინმა უპეშქაშა ათათურქს და სხვებსაც მისცა რო იცოდე. საქართველო მაგ საზღვრებით არ არის აღიარებული და ის,რაც ჩვენი იყო ადრე არ ნიშნავს ეხლაც ჩვენია,თუ ეგრე მაშინ იტალია მთელი ევროპა
  17. zuraxashuri Offline 30 ივნისი 2020 20:27
    გეთანხმებით ყველას 100%-ით, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს: 5 საუკუნე აოხრებდა საქართველოს თურქეთი, გაწყვიტა ნახევარი საქართველო, ჩვენი მიწების უდიდესი ნაწილი დღესაც მიტაცებული აქვს, დღეს უცეცხლოდ არის შემოსეული ბათუმს და თითქმის მთელი ბათუმი მის ხელშია, მთელი აჭარა საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია და ღიად აცხადებს პრეტენზიას, რა ჩამოგითვალოთ კიდევ... რატომ არასოდეს არავის გაგჩენიათ პროტესტი ქართველი სპორტსმენების თურქულ კლუბებში გამოსვლის გამო? არ არის ლოგიკური კითხვა?
  18. chipe888
    chipe888 30 ივნისი 2020 17:44
    კახა ხეივანი ჯერ პატრიოტიზმზე გვესაუბრებოდა და მერე ფულის გამო ცსკში გადასვლას უპრავებდა შენგელიას. საქმეც ამაშია,რომ ადამიანისთვის ფული ან ტიტული რო უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საკუთარი ქვეყანა. ყველას თავისი აზრი აქვს,მაგრამ ნაკრები ერთი გვაქვს და მაგ ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს ცსკში მოთამაშე ქართველი.მარკოიშვილიც თამაშობდა და კი თამაშობდა,მაგრამ ძალიან ცუდი რო შესაბამისი რეაქცია არ მოყვა ამას. 30 წლის განმოვლობაში რუსეთის წახმარებით ერთმანეთს დავერიეთ და იგივე რო ვქნათ,მაგით გავამართლოთ? ბევრი თემაა,რომელსაც არც მორალური და არც სამართლებრივი შეფასება არ მოყოლია და ამიტომ უადვილდებათ ქვეყნის შერცხვენა. როცა ცუდია რამე,თქვი რო ცუდია და რა უნდა ამას? ინგლისური თუ ჰარვარდის დიპლომი? დაფიქრდით,გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ,იმ ბიჭების მაგივრად თქვენი ახლობელი დაიღუპა ომში(ყველას ჯვარი სწერიათ)და ისინი რუსულმა წითელმა არმიამ მოკლა,წარმოიდგინეთ ტატუნაშვილის ადგილას,რომელიც ასევე რუსულმა არმიამ მოკლა. წარმოიდგინეთ,ყოველდღე თქვენ საკუთრებაზე ავლებენ მავრთუხლართებს და იტაცებენ თქვენს ახლობლებს,ხოლო ამ ყველაფრის მერე გააპრავეთ შენგელიას საქციელი. თუ წარმოუდგენლად მოგეჩვენათ ეგ ცუდი არაა,პირიქით კარგი სიპმტომებია.მოდით შევეცადოთ,რომ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ამის მიხედვით უფრო გაგვიადვილდება ამ ქვეყანაში ცხოვრებაც,მისი განვითარებაც და არც ადამიანები გაიქცევიან ამ ქვეყნიდან.როცა უღირსი საქციელია ვთქვათ ეს და შვეცადოთ ყველანაირად რო კომფორტულად არ იგრძნოს თავი ამ ქვეყანაში ასეთმა ხალხმა. კახა ხეივანს არ ეწყინოს,რადგან საწყენად არ მითქვამს. წესით არ უნდა ეწყინოს
  19. VangaX
    VangaX 30 ივნისი 2020 17:01
    es bileti uechveli moigebs vfiqrob dzaan kai biletiaa
  20. Kvernadze
    Kvernadze 30 ივნისი 2020 16:46
    კახა ხეივანს არ ეწყინოს, მაგრამ ის როგორ უნდა ეთქვა სალუქვაძისათვის, მილიონი რომ მოგცენ რა შენ არ წახვიდოდიო? აი მაგ სტილის მიდგომამ დაღუპა სწორედ ბევრი სპორტსმენი, ფულის და მატერიის სანაცვლოდ სპორტულ "ბოზობა" რომ ეწევიან და სადღაც გადაკარგულშიც რომ წავა, ორჯერ მეტი მიეცი ოღონდაც. გაიხსენეთ თუნდაც ნეიმარი, ასე ვთქვათ "მილიონზე" არ გაყიდა ბარსა, მისი სპორტული კარიერა, გულშემატკივრების პატივისცემა და გაეთრა პსჟ-ში? რა უკეთესი იყო რამით პარიზული გუნდი ბარსაზე? ფულით აწყობილი სასტავი. მაგიტომაც ვერაფერს გახდა საკუთარი ჩემპიონატის მოგებების გარდა. ფული ხომ არაა მთავარი ბოლობოლო, სპორტსმენი ხარ, კარიერა გინდა, სახელი გინდა. გადადიხარ სადღაც ისეთ კლუბში, რომელიც კარიერულად ვერც გაგანვითარებს და ვერც დონეს აგიმაღლებს. ვისთვისაც ამოსავალი წერტილი ფულია, ის ვერც ვერასდროს ვითარდება... მასე ახლა აგერ ჩაკეტაძე გენტიდან მილიონის ნაცვლად სადმე ინდონეზიის ჩემპიონატში რომ გადავიდეს, რაა ანუ? უნდა გავამართლოთ, წავა აბა რა ბევრი ფული მიცესო? მარაზმია უბრალოდ.
File engine/modules/clean_sign_up.php not found.