25 სექტემბრის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

კრ. პალასი-ევერტონი 2 / 1-2
ზვოლე-სპარტა (I გუნდის გოლები 1.5) მეტი / 4-0
სოჭი-კრასნოდარი 1X / 1-1
ბოდო-ვალერენგა(+1.5) 2 / 2-0

კოეფიციენტი: 11.3

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 19

  1. notingem80 Offline 28 სექტემბერი 2020 11:17
    ასეთი პოლიტიკური დებატები ტელევიზიებშიც მეყოფა, თუმცა იმდენი წერეს, დღეს დილას პარასკევის გადაცემა მაინც ვნახე და ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე----- უბრალოდ არ მინდოდა, მაგრამ ჩემდაუნებურად გადაცემის დასაწყისში ვნახე დინამოს კარში გატანილი ბურთები და ცოტა დავმშვიდდი----როგორც აღმოჩნდა, უმეტესი ბურთი მეკარის შეცდომის ბრალი ყოფილა-----საშუალო კლასის მეკარეც კი, რომელიც ცხვირწინ ჩამოწოდებულ მაღალ ბურთებზე გამოდის კარიდან და იგერიებს, არცერთ ამ ბურთს არ გაუშვებდა, ამას დავუმატოთ დინამოს ფერადკანიანი ფეხბურთელის ძალიან საეჭვო მოქმედება დაცვაში, რასაც გოლი მოყვა----მოკლედ მარტო ბოლო მეექვსე ბურთი იყო გუნდური შეუთამაშობლის შედეგი, ისიც იმიტომ დადგა, რომ ნირწამხდარნი იყვნენ----- ასეთი მეკარე კარებში, ლივერსა და რეალსაც კი წააგებინებდა ნებისმიერ მაღალ ჩაწოდებებზე ორიენტირებულ  მეორე ლიგის ინგლისურ გუნდთან confused
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  2. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 28 სექტემბერი 2020 01:01
    Salukvadze 
    მესმის რასაც ამბობ.

    კი მაგაში გეთახმები რომ ფეხბურთში თუ არა სხვაგან მაინც  გაიფლანგებოდა.

    ზოგადად ყველა სფეროს ეხება ეს რასაც მე ვწერ.. ფეხბურთი გამონაკლისი არაა, მმართველობითი სისტემაა სამწუხაროდ ესეთი.
    საბჭოთა კავშირიდან მოდვივართ და ადამიანები ისევ ისე აზროვნდნენ როგორც ადრე. 
    ხელისფულებაც ისეთი გყვავს ხოლმე როგორსაც ხალხი ითხოვს.

    თქვენ ჩემზე ოპტისტი ხართ და ფიქრობთ რომ არსებულ ვითარებაშიც კი შესაძლებელია უკეთესი მდგომარეობის მიღწევა  smiley 

     მე დიდი ხანია ჩავიქნიე ხელი, კი მიხარია ხოლმე წარმატებას რომ აღწევენ რათქმაუნდა მაგრამ, მიაღწიეს იმას რომ აგებენ ნერვებზე აღარ მოქმდებს. 

  3. Salukvadze Offline 28 სექტემბერი 2020 00:32
    chipe888
    დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის
    რა ვიცი მე დამაბრალე ჯერ არ ჩჩატარებული თამაშის წაგება და :)
    მისმინე, მე რას მეჩხუბები, უყურე დღეს იმედზე დინამოს უფროსობა, რომ იყო?

    Nika Gaprindashvili
    თითქმის ერთნაირად ვამბობთ
    აი უყურე ეგ ფული რაც უკვე დაიხარჯა და აწი არ დაიხარჯოს ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, აჯობებდა რომ ისე დახარჯულიყო, რომ დატყობოდა ფეხბურთს, ამას ვამბობ, თორემ ეგ თანხები არანაირი გარანტია არ არის, რომ ფეხბურთში რომ არ წამოსულიყო მიზნობრივად დაიხარჯებიდა,”ხალხთან” მაინც არ მივიდოდა, უბრალოდ სხვა სფერო გაანიავებდა. და რადგან აქ იყო ბარემ გვესარგებლა კარგად და არა ისე როგირც საბოლოოდ გამოვა.

  4. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 28 სექტემბერი 2020 00:14
    ვინც ამბობს პოლიტიკა და სპორტი უნდა გაიმიჯნოსო.

    იგივე ხალხი ითხოვს პოლიტიკის ჩართვას სპორტში. როცა ითხოვ მთავრობამ ღარიბი ხალხის ფული ჩაასხას სპორტში, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ითხოვ სპორტის პოლიტიზაციას. სპორტის თავისუფლების შეზღუდვას და დამოკიდებულებას არსებულ ხელისუფლებაზე. ესაა პრობლემა თორე ზოგადად პოლიტიკა ყველაფერშია და უნდა იყოს კიდეც.

    ბევრს უბრალოდ არ ესმის ეს...


    "მაინც ხარჯავს და ჯობია სწორად დახარჯოს" ეს გასაგები მოთხოვნაა. მესმის ამ ადამიანების, თუმცა არ ვიზიარებ მათ ოპტიმიზს ამ კუთხით რომ ესეთი ფულის სწორად დახარჯვა შესაზლებელია.

    მაგრამ ვინც ითხოვს ფეხბურთს დაფინანსება უნდა გაეზარდოს და ა.შ. ეს არის ამორალური მოთხოვნა.


    მარტივად რომ გადმოვთარგმოთ, დავუშვათ ადამიანს აქვს 20 ლარი. ამ ადამინმა გადაწყვიტა ამ 20 ლარით საჭმელი იყიდოს და ჭამოს.
    შენ მიდიხარ და ეუბნები "შენ საჭმელში კი არ უნდა დახარჯო ეგ ფული, უნდა წამოხვიდე და ფეხბურთს მოახმარო" მიათრევ და აიძულებ დაეხმაროს ფეხბურთს. ოღონდ ფეხბურთს კი არ ეხმარება იმ ოცი ლარიდან 5 ლარი კობიშვილს მიაქვს, 5 ფიფიას, 5 ვიღაც სხვას და 2 ლარი შეიძლება დაიხარჯოს ფეხბურთისთვის.


    ამ ადამიანს შეიძლება მართლა უყვარს ფეხბურთი, მაგრამ მისთვის სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანია, როცა ამ ადამიანს 20 ლარის მაგივრად 200 ლარი ექნება, ის თავად დახარჯავს ფეხბურთისთვის ფულს, წავა საყვარელი გუნდის თამაშს უყურებს, მაისურს იყიდის და ა.შ.

    ესაა ერთადერთი სწორი გზა ფეხბურთში და ნებისმიერ სპორტში ფულის ხარჯვის, რაც უფრო მეტად გამდიდრდება ხალხი მით მეტად შევა ფული ფეხბურთშიც, ბალეტშიც და ბილიარდშიც. 

    დღეს ფეხბურთზე მოთხოვნა არაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამის საშულება არ აქვთ და სხვა პრიორიტეტები აქვთ ცხოვრებაში.



    სანამ ფეხბურთი დგას ძალადობრივ სისტემაზე, მოქალაქეებს იძულებით წართმეულ ფულზე, მე იმ ფეხბურთს წარმატებას არასდროს ვუსურვებ.  

    მორალზე და ადამინობაზე მაღლა არაფერი არ უნდა იდგეს. ვინც იმას იაზრებს რაც მე დავწერე, ის ბიუჯეტის ფულის ხარჯვას ფეხბურთში არ მოითხოვს. თუ ითხოვს ე.ი. მორალთან აქვს პრობლემები....

    აქედან გამომდინარე ვამბობ მე ამ სისტემაში ვინც არ უნდა შევიდეს, ის არის ფული საშოვნელად და არა ფეხბურთის ასაღორძინებლად შესული. მუშაობენ იმაზე რაც შეიძლება მეტი ფული წაღლიტონ  ღარიბ ხალხს. არა ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებით, რომელსაც ხალხი ნებაყოფლობით იყიდის. არამედ უხარისხო პროდუქტით, მაგრამ რაღაც უშინაარსო უაზრო პოპულისტური ფრაზებით.  ოდესღაც ჩვენ ბალი გქვონდა ბალი გვიყვარდა და ეხლა როგორ შეიძლება დამპალ ტყემალსაც ფული არ დავახარჯოთ.... აბა ბალის გარეშე ხომ არ დავრჩებით.

    და ასხავენ დამპალ ტყემალს ასეულობით მილიონს, ხალხს კი ატყუებენ რომ ამ გზით დამპალი ტყემალი ბლად გადაიქცევა....

    ესაა დღეს ქართული ფეხბურთი.
  5. konti
    konti 27 სექტემბერი 2020 21:49
    სხათა შორის ქართული ფეხბურთის წარსულით რომ ვამაყობთ ის ისტორია სსრკში შეიქმნა..
    არ ღირს ორი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ სისტემაზე (რომლიდანაც საბოლოოდ ლოგიკური რეალობა რას წარმოშობს) ფეხბურთის სამყაროს ხალხმა რამე პოლიტიკური რევერანსები აკეთოს (ეს ტენდენციები დამიჯერეთ ძალიან საშიშ ზონაში გადადის).. 
    საერთო სისტემა რომელიც ბადებს ზოგად წარრმატებებს ფეხბურთის წარმატებასაც ის წარმოშობს (არა აქვს მნიშვნელობა კაპიტალისტური ფულზე აგებული საზოგადოებაშია იგი თუ სოციალისტურში).. ერთს დავამატებ, ფულზე დახარბებულ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც გაფუჭებული აჯაფსანდალის ნაზავია (რომლის ულუფებსაც გვაწვდიან ძალდატანებით) ფეხბურთის აღზევება მცირედითაც ვერ განხორცილდება.. დააკვირდით როგორ ხდება სელექცია, ფულის "პატოკების" მოტივაცია.. სანაკრებო დონეზეც გადადის ეს თემატიკა ნაწილობრივ, ამიტომ ძალიან არ მინდა, მაგრამ კლასკვიკს სანაკრებო დონეზეც ველოდები...  

    ციტატა: konti
    სხათა შორის ქართული ფეხბურთის წარსულით რომ ვამაყობთ ის ისტორია სსრკში შეიქმნა..
    არ ღირს ორი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ სისტემაზე (რომლიდანაც საბოლოოდ ლოგიკური რეალობა რას წარმოშობს არ ვიცით) ფეხბურთის სამყაროს ხალხმა რამე პოლიტიკური რევერანსები აკეთოს (ეს ტენდენციები დამიჯერეთ ძალიან საშიშ ზონაში გადადის).. 
    საერთო სისტემა რომელიც ბადებს ზოგად წარმატებებს ფეხბურთის წარმატებასაც ის წარმოშობს (არა აქვს მნიშვნელობა კაპიტალისტური ფულზე აგებული საზოგადოებაშია იგი თუ სოციალისტურში).. ერთს დავამატებ, ფულზე დახარბებულ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც გაფუჭებული აჯაფსანდალის ნაზავია (რომლის ულუფებსაც გვაწვდიან ძალდატანებით) ფეხბურთის აღზევება მცირედითაც ვერ განხორცილდება.. დააკვირდით როგორ ხდება სელექცია, ფულის "პატოკების" მოტივაცია.. სანაკრებო დონეზეც გადადის ეს თემატიკა ნაწილობრივ, ამიტომ ძალიან არ მინდა, მაგრამ კლასკვიკს სანაკრებო დონეზეც ველოდები...  

  6. chipe888
    chipe888 27 სექტემბერი 2020 20:54
    kapana-drente

    აქ არ ხარობს ეგ იდეა და სულ მამტყუნებენ. დაბლოკვით მემუქრებიან და ათასი იარლიყი მომაწერეს კიდევ. წარმოდგენა არ აქვთ,როგორ მუშაობს კონკურენტული ბიზნესი. მავანი იტყვის,რომ ასეთი მაგარი თუ ვარ,მივიდე და საქმე გავაკეთო,მარა ის ავიწყდებათ,რომ ფულია საჭირო ამისათვის,რაც მე არ მაქვს.რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს ამაზე ნაფიქრიც მაქვს და თუ ვინმე დამაფინანსებს ნაშრომსაც დავუწერ. არ ვარ შემეტენე და ვაზელინი,როგორც წარმატებული ხალხის უმეტესობა და ამიტომ არ მაქვს საშუალება ამის. კომუნისტურ სამყაროში გაზრდილ თაობას ვერ მოსთხოვ,რომ იყოს თავისუფალი. საერთოდ,ვერ წარმოუდგენიათ,რა თაობა მოდის და მაგათი დრო რო წასულია.

     ლევანს დიდ პატივს ვცემ და მაგიტომ ვკამათობ,თორე სხვაზე არც მოვცდებოდი. ვერ გაიგო და აქეთ შემომიტია,არადა ორივეს ერთი რამე გვსურს და ეს ქართული ფეხბურთის განვითარებაა. სილქზე ისეთი ხალხი მუშაობს,რომ გაკვირვებას იწვევს,როგორ არიან ასეთი მიმწოლები ბევრ საკითხში. ბიძინა ბარათაშვილის და ვახო გეგელიას მადლობელი ვიქნები ყოველთვის,რადგან მათი წაყვანილი კომენტარებით უფრო შემიყვარდა ფეხბურთი. ბევრჯერ დამიფიქსირებია ეს აზრი,მაგრამ მაინც მტრობას მაბრალებენ. ჯერ კიდევ იმედის დროიდან ვარ ამ ხალხის გულშემატკივარი და გამახარებდა ვახო გეგილიას წაყვანილი რეპორტაჟი,თუნდაც ერთხელ მაინც.

     დაფინანსების შეწყვეტას მიტომ ვითხოვ,რომ კარგი მინდა,თორე მეც მინდა დინამო ლიგაზე და ნაკრები დიდ ტურნირებზე. გზა,რომელიც ამისკენ მიგიყვანს უნდა იყოს სწორი და ეს ერთჯერადი არ უნდა იყო,არ უნდა იყოს გავარდნილი. ლოკომოტივს აქებენ,მაგრა დინამოც ეგრე იყო თავის დროზე. უნდა მიხვიდე იმ დონემდე,როცა შენი გუნდით ევროპას გააზანზარებ. შევისწავლე,მაგრამ არასდროს არ მიყვარდა არცერთი რომანტიკოსი მწერალი,რადგან წარსული წარსულია და ის უნდა გახსოვდეს,მაგრამ თანამედროვეობას გზა უნდა აუწყო. ის,რომ ოდესღაც დინამო იყო და აზანზარებდა ყველაფერს ეს კარგია,მაგრამ ეხლა სხვა დროა. მაშინ სსრკ იყო და ეხლა დამოუკიდებელი საქართველო ხარ,ბევრად ნაკლები მომხმარებლით და ნაკლები ყურადღებით. ამიტომ საჭიროა ფეხბურთის სრული კომერციალიზაცია და ეს გასაკეთებელია დროულად,თორემ თაობებს ვკარგავთ. ჩაკვეტაძეს მზე უკვე ჩაესვენა და იმედია კვარა იზავს საქმნელს. ქცბაიაზე იყოსაუბარი და რაც ქეცბას უთამაშია იმის ნახევარი გააკეთონბევრმა ამ ქვეყანაში. კობი კი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო,მაგრამ ეგრე არაა რო რამე გავუთარო. ფეხბურთელობა სხვაა და მართველობა სხვა. არადა ლევანმმა მკთხრა რო არ გიყვარსო. კარგით რა,ასე ხო არ შეიძლება. არ მინდა ჩაძიება,თორემ ბევრი რამის ამოქექვა შეიძლება.

    ლევანი,ის პიროვნება მგონია,ვინც გაგვიძღვება ამ საქმეში და ამიტომაც ვაწვები ამას. წავიდეთ,გავაკეთოთ და საერთოდ ვინ არის ფიფია,რომ ამ სახელოვან კლუბს ასე აფარჩაკებს. მე რო დავუძახო ხალხს არ გამოვლენ და ლევან აქვს მაგის ავტორიტეტი რო ეს ვქნათ. დაგვიძახე და ნებისმიერ თემაში შენთან ვართ. ნებით ამ ქვეყანაში არ აკეთებს არავინ არაფერს და დროა რეაგირება ქვქონდეს ამაზე.
  7. kapana-drente
    kapana-drente 27 სექტემბერი 2020 17:52
    საქართველოში პოლიტიკისგან თავისუფალი სფერო არ არსებობს და ვინც სპორტის პოლიტიკისგან გამიჯვნას "აწვება" არარეალურად უყურებს სიტუაციას. როგორ შეიძლება იგივე ფეხბურთი იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი როცა ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი და მმართველი პარტიის წევრია? როცა ჩვენი საამაყო ოლიმპიელი საარჩევნო კლიპიდან მოგვიწოდებს 48-ს, როცა ახლახანს კარიერა დამთავრებული კალათბურთელი და მორაგბე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო სიის ოცეულში არიან, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტარი ღიად აცხადებს რომ სურს რაგბის კავშირის პრეზიდენტობა. ეხლა თეორიულად დავუშვათ რომ ვარლამ ლიპარტელიანი გამოჩნდეს ნაცების წინა საარჩევნო კლიპში, რატომაც არა, თუ ტალახაძეს უნდა ქოცების კლიპში მაშინ ლიპოსაც ხომ შეუძლია ნაცების კლიპში იყოს? დავუშვათ ზაზა ფაჩულია ლეიბორისტების კლიპში მოუწედებდეს ხალხს რომ შალვას დაუჭიროს მხარი. საით მივექანებით საერთოდ? წაიღონ მაშინ და პარტიების დროეშებით გამოვიდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში და აფრიალონ პარტიის და არა საქართველოს დროშები. დაავიწყდა მგონი ზოგ სპორტსმენს რომ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას! მოკლედ ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი: "ზოგი ქართველი სადაც გაძღა იქ ეგონა სამშობლოო" ისეა ამ სპორტსმენების საქმე. წინა ხელისუფლების დროსაც იყო იგივე პრობლემები რა თქმა უნდა (სანამ ვინმე ნაცობას დამაბრალებს :) )  

    ბიუჯეტიდან გუნდების დაფინანსებას რაც შეეხება: არამც და არამც ბატონებო, არ უნდა იხარჯებოდეს ხალხის ფული პროდუქციის შექმნაში, რომელზეც მოთხოვნა არაა. (ქართული ფეხბურთი პროდუქტია ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა). 

    ადრეც დავწერე და კიდევ გავმეორედები თუ ხალხს თავისი ფულის ქართულ ფეხბურთში დახარჯვა უნდა მაშინ რეგულარულად ისვლის სტადიონზე, შეიძენს საყვარული გუნდის მაისურს, ბოლობოლო ყოფილა შემთხვევები როცა ფანებს აუგროვებიათ ფული ამა თუ იმ გუნდისთვის დასახმარებლად. 
  8. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 27 სექტემბერი 2020 16:11
    Persie 
    არა სხვა კომპანია იყო. აქ ახალი შემოსული იყო. კონკრეტულად არ დავწერ ვინ და რატომ.
    ზოგადი პრობლემაა ეს ბევრ სხვა ბიზნესსაც შეუქმნეს ესეთი პრობლემა.


    ანუ თემა იყო ესეთი ეს კომპანია იყო ნახევრად ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდა, კოქტეილებს, მსუბუქ ლიქიორებს და ესეთ სასმელებს.

    პირველ ეტაპზე შემოიტანეს კოქტეილი, ღირდა 6 ლარი 0,5 ლიტრი, კარგი ხარისხიანი სასიამოვნო სასმელი იყო.

    აღმოჩნდა ისე რომ ერთ ერთი დეპუტატის ბიზნესის კონკურენტი იყო, მერსედესი და ვოლგა რომ შეადარო ისე იყო ხარისში სხვაობა, მაგას და ამ დეპუტატის სასმელს შორის. 

    ხოდა რა ქნა ეხლა ამ დეპუტატმა, დაწერა კანონი და გაიტანა პარლამენტში. რითიც განსაზღვრეს სასმელის თუ შეიცავდა რაღაც პროცენტ ალკოჰოლზე მეტს, დაადო აქციზის გადასახადი ამ მეთოდით ხელოვნურად გააძვირეს. ამ კანონით იმ კოქტეილის ფასი გახდა 16 ლარი.  რაც სიგარეტზე ქნეს დაახლოებით იგივე ამ დეპუტატის კომპანიის სასმელის ფასი კი იგივე დარჩა. 
    ამ პირობებში მუშაობას უცხოელებისთვის აზრი აღარ ჰქონდა და გავიდნენ, აღარც შემოიხედავენ აქეთ და თუ ვინმე შემოსვლას დააპირებს იმათაც ეტყვიან არ შეხვიდეთო არასანდო ბაზარიაო.

     
    კანონებს არგებენ თავის ბიზნესებს. ეს ცვლილება გაასაღეს ისე რომ თითქოს საზოგადოებაზე ვზრუნავთ, ალკოჰოლური სასმელი გავაძვირეთ და ნაკლებად ხელმისაწვდომი გავხადეთ, სინამდვილეში ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდიან უცხოურ ხარისხიანს. თავისი ნაგავი რომ გაყიდონ...


  9. Persie
    Persie 27 სექტემბერი 2020 15:25
    ციტატა: Nika Gaprindashvili


    Persie 
    კი ქვეყნის პოლიტიკა სერიოზული პრობლემაა. არათემატურია თორე დავწერდი მაგასაც, რა მეთოდებით გააქციეს ერთ ერთი უცხოური ბიზნესი აქედან. და ეგ ბიზნესი უცხოეთში დებს ფულს ფეხბურთში. ერთ ერთ ქალთა კლუბს ფლობს.

    თუ არ გინდა ჩემი კომენტარების წაკითხვა ნუ წაიკითავ, კი არავის ვაძალებ. საიტის წესებსაც თუ ეწინააღმდეგება დაწერეთ ეგეც და აღარ დავწერ... 

    არათემატური კი არა, სწორედაც თემატურია, აბსურდულია სხვა შემთხვევაში რამის მოთხოვნა. მარტივია პედესტალიდან აზრების სროლა, რომლებიც არავითარ კომპლექსურობას არ მოიცავენ საკუთარ თავში. აზრთა რადიკალიზაცია, აი ესაა პრობლემა და არა სხვა რამე. იმედია სწორად გამიგებ რასაც ვგულისხმობ.

    P.S საუბარი Girl Power-ზე გაქ 99 პროცენტიანი ალბათობით wink რატო გააქციეს, ან ვინ ? ისევ ფუნქციონირებენ როგორც ვიცი და ახალი სეზონისთვის ემზადებიან. მაინტერესებს რას ნიშნავს გააქციეს, მოვისმენ დიდი სიამოვნებით.
  10. კოხტაგორას ფანი
    კოხტაგორას ფანი 27 სექტემბერი 2020 12:43
    ეხლა გადავახვიე პარასკევის გადაცემა და გავიგუდე სიცილით რაზე ვიცინე მეტსახელზეც მიხვდებით! ეს ხალხი და ზოგადად ქართული კლუბები არის სირცხვილი ერის! მეტს არაფერს ვიტყვი 
  11. chipe888
    chipe888 27 სექტემბერი 2020 06:30
    Salukvadze

    თუ გინდათ დამბლოკეთ,მაგრამ პრიჩინაზე არ ვარ. გულშემატკივარი რო ვარ ქართული ფეხბურთის და ზოგადად,საქართველოში მიმდინარე მოვლენები მაინტერესებს,მაგიტომ ვწერ,თორე გავჩუმდები.ზოგადად,თუ კარგი გინდა ადამინისთვის/რაიმესთვის სიმართლე უნდა თქვას ადამიანმა. უბრალოდ,გეტყვით,რომ შეურაწყოფა არ მომიყენებია და დავწერე,რაც მოვისმინე,თუ ასე იფიქრებით არ მეგონა. ვწყვეტ ამ თემაზე საუბარს.

     რაც შეეხება გადაცემის დროის გადაწევას,პოლიტიკური გადაწყვეტილებაათქო და დიდი ხანია გავლენას ახდენს ჩვენზეთქო.არ მიკადრებია,რომ რომელიმე პარტიას ეკუთვითქო,არ მახასასიათებს ეგეთები. ვის დაუჭერს ადამიანი მხარს და როგორი შეხედულებები აქვს ჩემი საქმე არაა,სანამ მათი მიღებული გადაწყვეტილებები მე არ შემეხება.

     ფეხბურთი არ მუშაობს ეგრე,როცა ფეხბურთელი ილანძღება და მერე ამ ფეხბურთელს სასწაულების ჩადენას ვთხოვთ. შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს და ფეხბურთელიც ადამიანია. ჩემი დაცვა არ სჭირდება ლორიას,მაგრამ არ მომწონს,როცა ლანძღავენ ფეხბურთელებს.

     როგორც ვთქვი,ვწყვეტ ამ თემაზე საუბარს და ზოგადად,ამ საიტზე კომენტარების წერას. რაც არ გინდათ,ღმერთმა ნუ მოგცეთ და წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ყველა ამ საიტი მომხმარებელს.
  12. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 27 სექტემბერი 2020 04:00
    Salukvadze 

    ლოკომოტივი რომ სწორად იყენებს ეგ საიდან მტკიცდება არ ვიცი. შეხვდება ამ დინამოს და წააგებს არაფრით გამორჩეული გუნდი არაა საქართველოს ჩემპიონატში.

    ის რომ ევროთასებზე შედარებით კარგად ითამაშა, ხდება ხოლმე ეგრე, წარსულშიც მომხდარა არამარტო საქართველოში, როცა რომელიმე კლუბს ჰქონია გამონათება ევროთასებზე მოუხდენია რამდენიმე სენსაცია, ამის პარალელურად ჩემპიონატში არაფერ განსაკუთრებულს აჩვენებდა. და ეს გამონათება გამონათებად დარჩა. სისტემურად წარმატებაზე რომ დასკვნა გააკეთო ბევრად მეტია საჭირო იმაზე რაც ლოკომოტივმა ქნა. 

    რაც შეეხება ფიფიას, ჩამოშორდეს დინამოს მე მაგის წინააღდეგი კი არ ვარ, მე უბრალოდ ფიფია არ მგონია პრობლემა, თქვენ გგონიათ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მე ჩემი დავაფიქსირე ესაა სულ. ვინც თვლის რომ ფიფიაშია პრობლემა მოითხოვოს მისი წასვლა რა ჩემი საქმეა, ჩემს გარშემოც ბევრი ითხოვს...


    მე იმაში ეჭვი არ მეპარება რომ თქვენ ქართული ფეხბურთის წარმატება გინდათ. ჩემზე მეტადაც გინდათ, მე არ მინახავს დინამო წამრატებულ ეპოქაში და ვინც ნახა და იქედან მოყვება ცხადია მისთვის მეტს ნიშნავს დინამო.

    მე ისე არ ვუყურებ დინამოს როგორც თქვენ. 

    არც კობიაშვილს ვუყურებ ისე როგორც თქვენ, თუმცა ამაზეც ისე ვფიქრობ როგორც ფიფიაზე, არც პერსონალურად კობიაშვილში ვხედავ მე პრობლემას. მაგრამ თუ ფიფიას ეკისრება პასუხისმგებლობა კობიაშვილსაც იგივენაირად ეკისრება... თქვენ თვითონ ამბობთ უნდა გაკონტროლდეს ხარჯვაო, და თუ არ კონტროლდება ვისი ბრალია? ჩემი ბრალი ხო არაა. კობიაშვილის ბრალია. თუ ფიფია უნდა გადადგეს იმის გამო რომ არასწორად მართავს მაშინ კობიაშვილიც უნდა გადადგეს რადგან არასწორად ხარჯავს ფულს.

    ბიზნესი რატომაც არ დებს ფულს მაგას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები....

    Persie 
    კი ქვეყნის პოლიტიკა სერიოზული პრობლემაა. არათემატურია თორე დავწერდი მაგასაც, რა მეთოდებით გააქციეს ერთ ერთი უცხოური ბიზნესი აქედან. და ეგ ბიზნესი უცხოეთში დებს ფულს ფეხბურთში. ერთ ერთ ქალთა კლუბს ფლობს.

    თუ არ გინდა ჩემი კომენტარების წაკითხვა ნუ წაიკითავ, კი არავის ვაძალებ. საიტის წესებსაც თუ ეწინააღმდეგება დაწერეთ ეგეც და აღარ დავწერ... 


  13. Salukvadze Offline 27 სექტემბერი 2020 00:02
    chipe888
    მეკამათე მერე :)))
    ტორპედოს თემაზე მე თავის დროზე ვთქვი და სულ მაგაზე ვერ ვილაპარაკებ :)
    კობიაშვილზე გკითხე მე რამე სასაყვედურო მითხარი თქო
    და ლორიას ვინ მიაყენა შეურაცყოფა?გოლი რომ მისი ბრალი იყო?
    მე მგონი რაღაც პრიჩინაზე ხარ ძმობილო :)))
    არა და კი მეკამათე თქო მაგრამ ეხლა მთლად უსამართლოდ რაღაცეებს კი ნუ დამაბრალებ.
    გადაცემა, რომ გადის 12 ზე არც მე გამიხარდა და ბევრიც ვთქვი ამის თაობაზე.
    ეხლა რა გინდა ჩემი თავისუფალი აზროვნება გიმტკიცო?
    აჰა დაგიწერ თუ დაგამშვიდებს არავისტი არ ვარ :)
    არც არავის ვაღმერთებ ფულის გამო და არც არავის ჩამოსვლას ველოდები თეთრი ცხენით.
    მგონი საკმარისია :))) იტყვი იგივეს?
    ბოლოს ვერ გამოგივიდა კარგად... შესაძლო წაგება რომ დამაბრალე და თან ბოდიშის მოხდა დამავალე,
    იცი რა? ცოტას კიდევ ვითმენ და მგონი მერე დაგბლოკავ თუ უზრდელობაში გადახვალ...
    დანარჩენი შენ იცი
  14. Nikusha Arveladze
    Nikusha Arveladze 26 სექტემბერი 2020 23:02
    აუ მართლა არ გახადეთ პოლიტიკური მიმოხილვის გვერდიი,რა დროს ქეცბაიაა ლევანის ბილეთი მოდის მე მგონი

  15. chipe888
    chipe888 26 სექტემბერი 2020 22:45
    Salukvadze
    ჯერ ერთი,არაფერ შუაშია სიყვარული,რადგან ეს საერთოდ სხვა თემაა. ტორპედოს თემაზე რას იტყვით? მაგის ახლობელი არ იყო ის მფლობელი,რომელმაც ჩემპიონი გუნდი ბანკროტად გამოაცხადა? რაც შეეხება პოლიტიკის შემოტანას,ეგ ისედაც შემოსულია ამ გადაცემის ფორმატში და მაგიტომაც გადის თქვენი გადაცემა ღამის 12 საათზე.კობიაშვილმა შემოიტანა პოლიტიკა ფეხბურთში და მე რა რამეს ვუგონებ?თუ ვინმეს გგონია,რომ არსებობს სფერო,რომელსაც პოლიტიკის გავლენა არ ეხება,ის უბრალოდ მეამიტია.

    არის საჯარო ბევრ ქვეყანაში მაგ. ბრიტანეთში და ჩემს კომენტარში ეწერა "დავუშვათ არ არის საჯარო" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაცემა ხომ არის საჯარო? თუ არ არის კომუნიზმში ვცხოვრობთ და არ გვეუბნებიან :) ასერომ მაგის გამოთხოვა შეგიძლიათ,როგორც ჟურნალისტს და ამას მე არ უნდა გეუბნეოდეთ. 

    კამათში იბადება ჭეშმარიტება ლევან :)

    რაც შეეხება ქეცბაიას, ჯერ ერთი ჩემი იდეალი მწვრთნელი არ არის და რასაც გულისხმობთ,დამახინჯებულია,რომლითაც ცდილობთ ადამიანების ცრუ ინფორმაციიის მიწვდას. ქეცბაია ამბობდა სიმართლესთქო,როცა თქვა ყველა გაყუჩულია და სხვას უყურებს,რითაც ქართული ფეხბურთი ზარალდებაო. ეს ყველაფერი ერთერთ შეკრებაზე განაცხადა. არ დამიწყია ქეცბაიას ქება და მისი ტაქტიკის განხილვა. კარგ მთქმელს,კარგი გამგონე უნდაო.

    ლორიამ შეცდომა დაუშვა კონკრეტულ თამაშში და რა ამის გამო უნდა მივაყენოთ შეურაწყოფა? დავადანაშაულოთ თამაშის გაყიდვაში? ეგრე ჯერარდმა ტიტულის დამკარგავი შეცდომა დაუშვა,მარა გულშემატკივარი არ აკრიტიკებდა. მეტი პატივისცემა გვმართებს ფეხბურთელების. ყველა მაგ ხალხს აგინებს და ლანძღავს,ხოლო ვაისი და ფედერაცია ნეტარი ანგელოზები არიან.კარგად ითამაშებენ და ვაისი ან ფედერაციის სწორი გადაწყვეტილებების ბრალია,ხოლო თუწააგებენ ფეხბურთელი ილანძღება. სწორედ აქვ ვლინდება ქართველი ქომაგთა უმრავლესობის ფეხბურთის ცოდნა. ჯერ ვაისმა კედლის დაყენება არ იცისო და ეხლა თამაში გაყიდაო.ფეხბურთელს წნეხი კი არა,მხარდაჭერა სჭირდება.

     პ.ს.ბელარუსთან "გადამწყვეტ" თამაშში თუ ვერაფერი ქნეს ბიჭებმა,მაშინ ყველა ჟურნალისტმა და იმ ქომაგმა,ვინც წნეხი აკიდეს ბიჭებს და გალანძღეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და ბოდიში მოიხადოთ.
  16. Salukvadze Offline 26 სექტემბერი 2020 22:17
    Nika Gaprindashvili
    რა თქმა უნდა იდეალური იქნება რომ კლუბები თავისით ფინანსდებოდნენ, ამაზე არ ვიკამათოდ
    მე მგონია, რომ დღეს სპორტში ფულის ჩადების კულტურა ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს არ გააჩნია, სამწუხაროდ
    რადგან ძალიან შორს ვართ იდეალური სიტუაციისგან ვამბობ თუ დაფინანსება აუცილებელია უნდა გაკონტროლდეს ეს თანხები.
    რას ვამბობ გაურკვეველს? მაინც აძლევენ და ბარემ მიზნობრივად იყოს, რაშიც უნდათ ხარჯვა არ შეეძლოთ.
    ლოკომოტივი რატომ იყენებს სწორად? იმიტომ რომ ვიღაც არასწორად ხარჟავს. ლოკომოტივსაც წავართვათ?
    კი ბატონო ყველგან მოვა სხვა, მაგრამ თუ არ ვარგა იმის გამო იყოს, რომ სხვა არ მოვიდეს???

    chipe888
    გავიგე რომ არ გიყვარს კობიაშვილი, მაგრამ ეს იაფფასიანი ტრიუკები "რადგან კალაძს ძმაკაცია" არ გინდა გთხოვ რა....
    თქვა იმ კაცმა რომ არ უნდა იყოს პარლამენტშიც და ფედერაციაშიცო, ხომ თქვა? აბა რა შევაწყვეტინე?
    მაგის გარდა ათასჯერ შევაწყვეტინე ხან ერთს ხან მეორეს, იმიტომ რომ გამეორებაზე რომ გადადიან გადაცემის რიტმი იკარგება.
    დაწერე კობიაშვილს რაზე ვუსაყვედურო, ყველაზე მთავარი, ოღონდ ჭორის დონეზე არა რეალური.
    ბიუჯეტი საჯარო ინფორმაციაა? ჰაჰააა და ვინმე მაგას მოგცემს? ანთუ მოგცეს რეალური თანხები ეწერება?
    თუ გინდა რომ ყველაფერში ვიყო მე დამნაშავე მითხარი :)))
    გასაგებია რომ პოლიტიკურ ჭრილში უყურებ ყველაფერს, ასე მეჩვენება, მე და მეც ნუ მთხოვ, რომ იგივე ვაკეთო, ვააბშე მკიდია...
    რასაც ვფიქრობ და როგორც ვხედავ ისე ვაკეთებ, დანარჩენი სხვა არხებზე ნახე, გინდ ერთ გინდ მეორე მხარეს.
    თუ გსურს სპორტზე მეკამათე რა... თქვი რომ ლორიამ კარგად ითამაშა და ვცდები, არ მინდა პოლიტიკური დიალოგები
    P.S. - შენ მგონი ქეცბაია მიგაჩნია იდეალად, თუ ვცდები?
  17. Persie
    Persie 26 სექტემბერი 2020 21:56
    იქნებ გავანებოთ ქარის წისქვილებთან ბრძოლას თავი ოდესმე, რა კომუნიზმი, რის კომუნიზმი, ხალხოოოო  sob რომელ კერძო სექტორზე ლაპარაკობთ ? რომელი ბიზნესია საქართველოში დღეს მზად, რომ ჩადოს იმდენი ფული, რასაც საფეხბურთო კლუბი მოითხოვს ადეკვატურად ფუნქციონირებისთვის, თან ფულის, რომელსაც დიდი ალბათობით უახლოესი 20 წელი ვერ ამოიღებს, რომელი ? საკმაო დოზით არის ბიზნესი შესული ფეხბურთში და უკვე დიდი ხანია მარტო ფედერაციის ფულით არ ცხოვრობენ გუნდები, მაგრამ შედეგი ? ევროპა-ევროპაო რო გაიძახით, ევროპული ფეხბურთის დონის დისტრიბუციის პერსპექტივას ხედავთ აქ, თუ ერთ 2-3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ გუნდად ჩამოვყალიბდებით და ინდოელები ჩვენ მერჩს იყიდიან ? სისულელეა ხალხნო იმის ლაპარაკი, რომ ფეხბურთს მაგით რამე ეშველება, ჩვენნაირ ღარიბ და პატარა ქვეყანაში მითუმეტეს.
     მესმის ის პათოსი, რაც თქვენ გაქვთ და ბევრ რამეში მეც გეთანხმებით, უბრალოდ უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის კონტროლის სოციალიზაცია მოხდეს. ყველაფერს თუ ვხედავთ და ვიცით რომ ასეა, რატომ ვზივართ აქ და არ ვატრაკებთ, სადაც გასატრაკებელია ? სწორედ ამისკენ მოვუწოდე ლევანს გუშინ. სანამ არ იქნება რეზონანსი, არ იქნება ცვლილებებიც, პარაზიტები არ აკლია ჩვენ ქვეყანას, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ უი პარაზიტები არიან და ამიტომ ფეხბურთი მეტასტაზია, დროულად მოვიშოროთო არ მიმაჩნია სწორად.  ეს ცვლილებები საჭირო და სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქვეყანას სხვა პოლიტიკური ვექტორი ექნებოდა, თუმცა ასე არაა, კარგია ეს თუ ცუდი, გემოვნების საკითხია :)
  18. chipe888
    chipe888 26 სექტემბერი 2020 17:21
    დინამოს წაგებაზე არაფერს დავწერ,რადგან ეგ ფსკერის იქეთა სამყაროა და არ ღირს ცეცხლზე ნავთის დასხმა.

    რაც შეეხება გადაცემას,სადაც თქვენმა სტუმარმა წამოჭრა ძალიან საინტერესო საკითხი ფედერაციასთან დაკავშირებით და გააწყვეტინეთ საუბარი,რადგან წინასაარჩევნო პროცესებია და არ გინდოდათ ამ კუთხით გადაცემის კრიტიკაში გატარება(მინდა ვიფიქრო რო ასეა). რა უნდა ფედერაციის პრეზიდენტს პარლამენტში ან პირიქით. თუ პარლამენტარი ხარ,მაშინ იყავი და კანონები წერე და თუ ფეხბურთელი ხარ,გინდა ფეხბურთის განვითარება,მაშინ ფედერაციაში იყოს. რო მოჯდა იმ ფედერაციაში და საძმაკაცო მიიყვანა,იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად. თუ ქეცბაიაზე და ლორიაზე ვამბობთ,არ გვაინტერესებს მათი განაწყენება,მაშინ კობიაშვილზე რატო ვართ ჩუმად? რადგან პარლამენტარია? თუ კალაძის ძმაკაცია და მაგიტომ? მაგრად მაინტერესებს,რატო ხდება ასე და ვერ მოვისმინე ვერაფერი ამის შესახებ. 

    დინამოს ბიუჯეტი არ ვიცითო და რატო არ გამოითხოვთ ამ იმფორმაციას,რომელიც საჯაროა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.დავუშვათ,არ გვაქვს მაგის უფლება,მაგრამ ბიუჯეტის ფულის საკითხის გარკვევა ხო შეგვიძლია,რამდენს ვუხდით ამ დინამოს. ფეხბურთი უთამაშია და მაინცადამაინც ის უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი ან კლუბის პრეზიდენტი? კობიაშვილი გარტყმაში არ არის მართვის სისტემის და ბურთის გოარაობა არ შველის მაგას.უცოდინარი ხალხი ზის ფედერაციაში და დინამოს მენეჯმენტში. შესაძლოა კობიაშვილმა დიდი ფეხბურთი ითამაშა,მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რო ადამიანური რესურსები მართვა შეუძლია და ფინანსებში ერკვევა.ის,რომ ფიფია რუსეთში ფული იშოვა არ ნიშნავს რო მაგარი ბიზნესმენია და კონკურენტულ ბაზარზე ოპერირება შეუძლია. 

    ბევრჯერ დამიწერია,რომ ბიუჯეტის ფული მოსშორებელია ფეხბურთიდან,თუგვინდა წინსვლა და განვითარება. ქართული ფეხბურთი გავს შვილს,რომელსაც მშობელმა ბევრი ფული დაახარჯა,მაგრამ მაინც დებილი შვილი გამოადგა.მოითხოვეთ მეტი სოციალიზმი და კომუნიზმის მეთოდები ქართულ ფეხბურთში და დატკბით ამ საოცარი შედეგებით. შესაძლოა ვინმეს გაუვარდეს დინამოსავეთ,მაგრამ სტაბილური ვერ იქნება,რადგან კანტორის მეთოდებია და ცეხავიკების გეგმები ქართულ ფეხბურთში. ურემის გადავარდნამდე ღირს საუბარი და აზრი აქვს,თორე რო გადაბუნდება მოგვჭამა ჭირი.
  19. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 26 სექტემბერი 2020 14:54
    გამარჯობა ლევან. წარმატებას ვუსურვებ ყველა ფსონს.

    გუშინდელ ბურთი და მოედანზე მინდა დავწერო მოკლედ, ჩემი აზრი ზოგადად იცით აქ ბევრი დამიწერია.
    მაგრამ ერთ თემას მინდა შევეხო კიდევ.

    გუშინ ახსენეთ რომ ფედერაციამ ფული უნდა გაანაწილოს სწორად, რაღაც პირობები უნდა დაუთქვან და ა.შ.
    ეგ ვერ მოხდება მარტივი მიზეზის გამო, იგივე პრინციპია რაც თქვენ თქვით დინამოს ფანკლუბზე. თავად დინამომ რომ შექმნა და აფინანსებდა.

    ფედერაციის პრეზიდენტსაც კლუბები ირჩევენ, და ერთი მთლიანი სტრუქტურაა ფედერაციაც და კლუბები არაფრით არ არიან გამოყოფილები.
    ამიტომ კობიაშვილი კლუბებს ვერანაირ პირობებს ვერ წაუყენებს. თუ ხმაური დაიწყო გარედან მაგის ჩასაცხრომად რაღაც ფასადურად შეიძლება ქნას მაგრამ შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება. ფედერაციის პრეზიდენტი დღეს არის კლუბების ბუღალტერი. კლუბები არ აირჩევენ ისეთ ბუღალტერს რომელიც მათ ფულს არ შეაჭმევინებს. თავიდანვე ყველაფერი ჩამოჩოთქილია მანდ ვინ რამდენს შეჭამს.

    თუ თქვენ აზრს გავყვებით რომ ფულის ხარჯვა უნდა გაკონტროლდეს, და შედეგიანად უნდა დაიხარჯოს, მაშინ ფედერაციას საერთოდ არაფერი შეხება არ უნდა ჰქონდეს მაგ ფულის განაწილებასთან, მაქსიმუმ მრჩეველის ფუნქცია ჰქონდეს.


    თუმცა ბევრი დამიწერია ამაზე, რომ ესე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ილუზიებია უბრალოდ. ბიუჯეტის ფულის ეფექტური კონტროლი შეუძლებელია...  თქვენ ვერ დამისახელებთ სამყაროში ვერცერთ წარმატებულ ორგანიზაციას რომელიც ბიუჯეტის ფულით ფუნქციონირებს.

    ფიფიას წასვლაზე რომ თქვით.
    ფიფია რომც წავიდეს ახალი ფიფია მოვა არაფრით განსხვავებული. კარგი მაგალითია ეგ რატომ არ არის სწორი ბიუჯეტის ფულის მიცემა.
    რომ არა ეგ ფული, ფიფია თავად წავიდოდა დინამოდან, მოვიდოდა ისეთი ვინც შეძლებდა ფეხბურთის სწორი მართვით ეშოვა ფული.
File engine/modules/clean_sign_up.php not found.