ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. zuraxashuri Offline 3 ივლისი 2020 15:12
    ეს დუშეთის ბატალიონია!
    მხიარული ხალასი სიცოცხლით სავსე , ძირითადად 17 - 25 წლის ბიჭები! ეს მათი ბოლო სურათია (სურათი ფეისბუქზე დევს და ვერ გადმოვიტანე).
    ერთ დღეს, ერთი საათის მანძილზე 93 წლის 2 ივლისს, ყველანი ერთად ამაღლდენ ცაში! (1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც.
    ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.
    ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.
    დიდება გმირებს!

    დუშეთის ბატალიონი

    სოხუმში ტყვია გავარდა... სოხუმში ომი დაიწყო...
    კვლავ გაიხლიჩა სამშობლო, კვლავ ორ ნაწილად გაიყო...
    აფხაზეთს გვეცილებიან - ეს რო დუშეთში გაიგეს,
    გულანთებულმა ბიჭებმა სამხედრო ფორმა ჩაიცვეს,
    ხელთ იარაღი აიღეს, ტანზე აბჯარი აისხეს,
    სამშობლოს ფარად დაუდგნენ, როგორც შეჰფერით „კაი ყმებს!“
    როცა ალყაში მოექცნენ, თავს წამოადგათ სიკვდილი,
    წარბიც კი არ შეუხრიათ, არ უჭამიათ სირცხვილი,
    არ უფიქრიათ წამითაც უკან დახევა, გაქცევა,
    არც გაუვლიათ გულებში ლაჩრულად ხელის აწევა!
    მტერზე ხელდახელ მისულან, მჯიღი ატაკეს გულ-მკერდზე,
    ვისაც კი მისწვდნენ, დაყარეს, გადაიმტვრიეს მუხლებზე!
    სამასი გმირის სახელზე ისე იომეს კაცებმა,
    ისეთი ცეცხლი დაანთეს, ზეცას წვდებოდა ნათება!
    ცამ პირი მოხსნა, ეპკურა მიწას მდუღარე ცრემლებად,
    ზღვა აიქოჩრა ტალღებად, ცას მიაწვდინა ვედრება...
    ნაძვებმა თავი დახარეს, შედრკნენ მხცოვანი ფიჭვები,
    შეერწყნენ მარადისობას გმირი დუშელი ბიჭები!
    ორმოცდაათმა დევგმირმა თავი შესწირა ზვარაკად...
    მათი გმირობის ამბავი მამულს დარჩება არაკად!
    ზ. ლეშკაშელი

  2. Giorgi(Dinamo)
    Giorgi(Dinamo) 30 ივნისი 2020 15:44
    თბილისის დინამოს როგორც საფეხბურთო ისე საკალათბურთო გუნდზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მხოლოდ კადრებით ან მონაყოლით ვიცი ძველი ამბები.. ასე რომ აშენებულთ ტკბობასაც ვერ მივეცემი

      ვინაიდან, ფაქტობრივად 21-ე საუკუნეში დავიბადე, ჩემთვის მხოლოდ შენების პროცესში ვნების სიმძაფრეს ააქვს მნიშვნელობა.. ნინუას ტრანსფერზე ბეშიქთაშის შემადგენლობაზეც ვიტყვი, რომ ნინუა კარგი ფეხბყრთელია, თუმცა არ ყოფილა დინამოს ლიდერი(ისე როგორც სიტყვაზე ჩაკვეტაძე) თუმცა, რა თქმა უნდა, წარმატება მომავალში. 

      ახლა კი დინამოს ტრანსფერებზე..

    მესმის, რომ თბილისის დინამოში საშუალო დონის ევროპელი მოთამაშეც კი არ ჩამოვა სათამაშოდ(და ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენი დონის კლუბისთვის შემადგენლობის უმეტესად მასიური შაბლონური ფეხბურთელებით გადატვირთვა არახელსაყრელია  რადგან როგორც წესი, ევროშესარჩევზე მყოფი მოწინააღმდეგე კლუბებიც მსგავს პროგრამას მიჰყვებიან  და ვიღებთ, რომ სტილით ერთი მოთამაშე ხვდება მეორეს, რომელიც მისი მსგავსია  ხოლო ამ სიტუაციაში გამარჯვების მიღწევას ცდილობენ არა სტრატეგიის მშვეობით ფეხბურთელებთან ერთად, არამედმხოლოდ მოთამაშეების ხარჯზე, ხოლო წლებია ამ ნაწილში  ერთიდაიმავე სტილის მქონე სხვასთან შედარებით ოდნავ მაღალი კლასის მოთამაშეების ჩამოყვანაში  ფინანსურად გვჯაბნიან.   ასე, რომ ხანდახან საინტერესო და განსხვავებული სტრატეგიის მქონე გუნდებს უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე მდგრადი და ერთიდაიმავე სტილის კლუბებს. 

    ვუყურე საბურთალო - დინამოს მატჩს და ვნახე ახალწვეული ბრაზილიელი შემტევიც.
    ჩემი ვარაუდით პერნამბუკო ელიგის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება, თუ ტრავმამ არ შეაწუხა  (თავდაცვით სიტუაციებში კი ვერ ვნახე როგორ თამაშობს, რადგან საბურთალოს ფაქტობრივად თითქმის ხეირიანად არც კი შეუტევია დინამოსათვის. ) ⚽⚽
File engine/modules/clean_sign_up.php not found.