იმედის ფსონი ეთერში გავა 11 სექტემბერს, ღამის 12 საათზე!!!

ამიერიდან, რეგულაციების გამო, "იმედის ფსონი" ეთერში გავა ღამის 12 საათზე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს დღეები იყოს პარასკევი (სადაც უიქენდის მატჩების პროგნოზი გაკეთდება) და ორშაბათი (სადაც შუა კვირის მატჩებს გავარჩევთ). ჯერჯერობით ამ გრაფიკით ვიმუშავებთ.

ვინაიდან სატელევიზიო ბადის ცვლილება დაგეგმილი არ იყო და პროგრამაში უკვე შეტანილია სანაკრებო მატჩების ტრანსლაციები, ამიტომ შემდეგი გადაცემა გავა 11 სექტემბერს ღამის 12 საათზე.

მართალია ცვლილებებია ჩვენს 13-წლიან ურთიერთობაში, მაგრამ გვჯერა, რომ ეს ხელს ვერ შეგვიშლის და შევძლებთ ადაპტირებას ახალ დროსა და პირობებთან.

იმედის ფსონის რედაქცია

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 24

  1. chipe888
    chipe888 5 სექტემბერი 2020 14:29
    federer-555

    გუშინ დავწერე მაგ ამბავზე და დავაკონკრეტე კიდეც. თუ იმათ არ ეხება,მაშინ ჩვენ რატო გვეხება ესაა გაუგებარი.რასაც ლევანი ამბობს,მაშინ პოპაგანდაა ისიც და ისიც მიმზიდველს ხდის ამ ყველაფერს. აქ ქველმოქმედებასაც უწევთ პროპაგანდას,იქ მხოლოდ გაყიდვებს გაზრდის სურვილია,ერთი მანქანის გადაგდების ნაცვლად. რამდენი ხანი იყო სპონსორის გარეშე ეს გადაცემა და ასე დაუჯერებელი რატო არის,იმედის ფსონი არის აზარტის მოყვარულთა შეკრების ადგილი,რომლებიც ამ სიყვარულს ქველოქმედებას ახმარენს და ეს არის გართობის საშუალება მხოლოდ. წლებია ამ გადაცემას ვუყურებ,მაგრამ არანაირი სტიმული არ მოუცია,დამედო იმაზე მეტი,რაც იქამდე არ დამიდია და არცცხოვრება არ გამიყიდია.რა აზრი აქვს,არასრულწლოვანი ობოლაძის გათამაშებას უყურებს თუ იმედის ფსონს,თუ ვთვლით რო მათი ტვინი ჩამოუყალიბებელია. მშობლები რისთვის ყავს იმ ბავშვს,მიტინგებზე სარბენად?!მაღალ სიცხეში სიარულიც არ არის უსაფრთხო და რა ვუყოთ,მზე დავავალდებულოთ,რომ ნაკლები სიცხე გამოასხივოს. უამრავი ადამიანი იღუპება ავტოავარიებში,ოჯახებიც და რატო არ ვკრძალავთ ავტომობილების მოხმარებას მაშინ. აააა,გამახსენდა რო ტვინ ნაღრძობ სოცლიალისტებსაც და პოპულიზმის მოყვარულებსაც სჭირდებათ ეგ გადაადგილებისათვის. აბსურდია ძალიან დიდი და მალე სუნთქვასაც აგვიკრძლალავენ.
  2. federer-555 Offline 5 სექტემბერი 2020 14:16
    ციტატა: SaMtReDsKi1771
    წუხელ გადაცემა იმედის ფსონი რატო არ იყო?
    თამაშები იყო მაგ დროს და ვერ გაუშვებდნენ

    ციტატა: ExTreMaL
    იმედის ფსონის გარდა რამე გადაცემა იცით ეს რეგულაცია რომ შეეხო? 😀


    ეგრე გამოდის, გუშინ არ დავაკონკრეტებ ერთ ერთ არხზე ერთ ერთი ტოტალიზატორის გათამაშება იყო და მაგათ არ ეხებათ?
  3. SaMtReDsKi1771
    SaMtReDsKi1771 5 სექტემბერი 2020 12:05
    წუხელ გადაცემა იმედის ფსონი რატო არ იყო?
  4. giorgi(zidani) Offline 5 სექტემბერი 2020 02:09
    ცოცხლები რომ ადრე გადმოიტანონ რავიცი ეს აფის თუ არა შესაძლებელი მაგრამ ძაან კარგი იქმებოდა მართლაც. ორი დღე ცოტა არის 
  5. chelseafun Offline 4 სექტემბერი 2020 20:38
    levan gamarjoba,  chemi azrit bevri araperi sheicvleba ak iseti xalxi vart da ise gviyvars  gadacema magram tu shesadzlebeli ikneba  gadacema daematos shabats gamec, mesmis rom livebi aris magram  4 arxia sportis,  kargi ikneba  rogorc akamde iyo  3 gadacema,   da  amave dros shen upro migiwvdeba xma da betlives  rom gadasce rom cocxlebis poziciebi  maximalurad adre gamoitanon ,   kargi programa akvt magram gamis 12 saati iseti droa mainc   amasac unda miekces yuradgeba,     giorgi chelsi 
  6. chipe888
    chipe888 4 სექტემბერი 2020 18:33
    სოციალური ქსელი აჭრელებულია აზარტული თამაშების რეკლამებით და ნებისმიერი კომპანია ცდილობს მიმზიდველად წარმოაჩინოს თავისი პროდუქტი. საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც ქონდათ რეკლამები და ბილბორდებზეც გამოჭიმულია.კრისტალბეთის ეროვნული ლიგა,ბეთლაივი ასპონსორებს დინამოს და ევროპაბეთი ბათუმის დინამოს. რამოდენიმე დღის წინ გათამაშება იყო,სადაც ობოლაძე მომღიმარი სახით ათამაშებდა ავტომობილს. უამრავის ჩამოთვლა შეიძლება კიდევ. ზოგადად,კანონი რო აღსრულდეს,მაშინ ის უნდა იყოს გასაგები და არ უნდა შეიცავდეს ბუნდოვანებას. ლევანმა,კ ქვეპუნქტი მოიყვანა,სადაც ნახსენებია ხელშეწყობა,პოპულარიზაცია,პროპაგანდა,ხოდა რა გამოდის,ყველაფერი ეკრძალებათ ამ კომპანიებს. პოპულარიზაციაა ისიც,რაც გუშინ ტატო ბაციკაძემ თქვა(არ ვედავები,მხოლოდ ავღნიშნავ) "მეათე წუთია და უნივერსალზე ტრანსილაციების წარმდგენია ბეთლაივი". იურისპრუდენციაში ვერ ვერკვევი,მაგრამ რეკლამა და პრომოუშენის მესმის რაღაც. ესეც რეკლამირებაა და პროპაგანდაა. ყველაფერი,რაც ბრენდის სახელის ხსენებას უკავშირდება პირდაპირ თუ ირიბად რეკლამირებაა. მე რო მეგობარს ვუთხრა ბეთლაივი ჯობია აჭარასთქო,ესეც რეკლამირებაა,რადგან მე გამოვდივარ კმაყოფილი კლიენტი და პროპაგანდას ვუწევ იმას,რაც მომწონს. არ იქნება ცუდი ერთი სარჩელი შეგვეგდო საკონსტიტუციოში და არაკონსტიტიციურად გვეცნო ეს კანონი. იურისტებისთვის ადვილი ნადავლი მგონია ეს პროცესი. შეუძლებელია კანონი უზღუდავდეს ერთ სუბიექტს რაიმეს და იგივეს გამო ნებას რთავდეს მეორეს. თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა. თუ შეუძლია იმედზე ობოლაძეს(იმედია ტელევიზია სწორად მახსოვს) გათამაშების წაყვანა და კრისტალბეთის ხსენება,მაშინ უნივერსალზე რატო არ შეუძლია სალუქვაძეს იმედის ფსონის წაყვანა იგივე დროს და რატო უნდა გავიდეს გავიდეს გადაცემა შუაღამეს,როცა ის გათამაშება გადის ეხლა და ლამაზმანი გაცნობს წესებს,თუ როგორ უნდა მოიგოს ავტომობილი.საიტზე შეხვალთ და ამას იზავ,იმას იზავო...

    ლევან,ავტომობილის მოგების სურვილიც უბიძგებს ადამიანს ითამაშოს ამ კომპანიის პროდუქტებით და ამაზე რეგულაცია არ ვრცელდება.
  7. ExTreMaL Offline 4 სექტემბერი 2020 16:36
    იმედის ფსონის გარდა რამე გადაცემა იცით ეს რეგულაცია რომ შეეხო? 😀

  8. Salukvadze Offline 4 სექტემბერი 2020 09:32
    18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
    კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით

    ესაა რაც ჩვენ გვეხება...
    რაც შეეხება შაბათის გადაცემას, მართალია ნიკა როდესაც ამბობს შენარჩუნდება ყველაფერი თუ შაბათსაც გავაო, მაგრამ მაგ დროს როგირც წესი ფეხბურთია პირდაპირი და ის რომ გამოვურთოთ და მე გამოვჯდე ეთერში ეს უფრო არასწორი მგონია...
  9. ExTreMaL Offline 4 სექტემბერი 2020 01:28
    ვერც მე გავიგე რა რეგულაციაა
    ან რატომ შეეხო ამ გადაცემას
    მთელი დღე ყველა ტელევიზიაზე ტოტალიზატორების რეკლამები ტრიალებს მაიც
  10. notingem80 Offline 3 სექტემბერი 2020 04:36
    საინტერესო იქნებოდა ვინმემ დადოს რა რეგულაციებია, აი ამ კანონის ბმული, გავეცნობოდი ორიგინალში, თუ რა წერია ისეთი------ან ციტატა მაინც დააკოპირეთ ამ კანონიდან, თვარა ვერ'ფერი გევიგე ბიძია, რეიზ რეგულაციაზე ლაპარიკობთ smiley 
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  11. giorgi(zidani) Offline 2 სექტემბერი 2020 20:39
    სამწუხარო ის არის რომ ცოცხლები ამ დროს არარის ხოლმე გამოტანილი, მეორე დღის თამაშის ცოცხლებს ვგულისხმობ, როგორიც არის აუტები, ბარათები, ოფსაიდები და კიდევ სხვები ეს არის სამწუხარო თორემ დარწმუნებული ვარ იმედის ფსონი რა დროსაც არ უნდა გავიდეს მაყურებლის ზარები არ მოაკლდება <3 წარმატებები <3 
  12. gora72 Offline 2 სექტემბერი 2020 19:17
     რა დროც არ უნდა იყოს გადაცემა მაიც გავა.იმისდა მიხედავად შეიძლება უფრო მეტი მაყურებელიც ეყოლოს.აზრის გამოთქმას აზრი  არ აქვს.ასე რომ (ზრუნავდნენ)ყველაფერზე მაგარი სახელმწიფო გვექნებოდა.წარმატებები იმედისფსონს და ყველას ვისაც ეს პროექტი უყვარს
  13. chipe888
    chipe888 2 სექტემბერი 2020 18:49
    sheberaa1511868

    ბაზარი არაა,ვაღიარებ შეცდომას და ნაწილობრივ გავაკეთე ეგ. უბრალოდ,ეს მავნევლობა როდის მიიღეს გამომეპარა. არც მარტო ჩემი ბრალია,მართივად შეეძლოთ დაწერა 1 სექტემბრიდან და მეტი ინფორმაცია დაეწერათ.

    Nika Gaprindashvili

    რას იზავ,ამ ქვეყანაში სახელმწიფოს და განვითარებას პირადი კეთილდღეობა ურჩევნიათ.ეს კანონი პირდაპირ ადამიანის უფლებების დარღვევა და უზღუდავს პირად თავისუფლებას. უმრვლესობას ურჩევნია,სახელმწიფო იყოს მშობელის როლში და გადაუწყვიტოს პრობლემები,რადგან პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ,რაც თავისუფლებას მოყვება.სავალდებულო ჯარიდან,მხოლოდ მართმადიდებელი აღმსარებლობის მქონე მსახურების გათავისუფლების დაკანონების შევაჩერე ჩემს მეგობრებთან ერთად და გამოვიყენე პირადი კონტაქტები,ხოლო ამ შემთხვევაში ინფორმაცია არ მქონია. როცა ადამიანს ესაუბრები,რომ ეს კანონები შედეგს არ მოიტანს,მაშინვე დანგრეულ ოჯახებზე და გარდაცვლილ ხალხზე გიწყებენ საუბარს. ეუბნები,რომ ადამიანები ყოველედღე იღუპებიან სხვადასხვა მიზეზებით და ყველაფერს ვერ აკრძალავთქო,ვერ გებულობენ და ცივსისხლიანი ვგონივარ მერე.

    ახლახან არ გვქონდა კამათი,ფეხბურთში სახელმწიფო დაფინანსების მოხსნაზე? გაიგო ვინმემ? რამდენმა დაწერა,რომ ფეხბურთის მტრები ვართ ან რამდენმა გაიფიქრა. ამაშია საქმე და ამაზე წინ ვერ წავალთ. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ვართ და ადამიანებს ისევ გგონიათ,რომ სახელმწიფო უნდა მართავდეს ყველაფერს და ამ მოცემულობაში წინ ვერ წავალთ. რახან დაარეგულირდება ეს სფერო,მაშინ ოჯახები არ დაინგრევა და ადამიანები არ დაიღუპებიან,ასე ჰგონიათ ანა დოლიძის ნაირ პოპულისტ ხალხს. ქალთა კვოტებს თუ შემოიღებენ ჰგონიათ,რომ ქალთა დისკრიმინაცია არ მოხდება(სხვათაშორის ეხლა მიდის პროცესი ამაზე საკონსტუტიციო სასამართლოში). იმ ადამიანების რიცხვი,ვისაც ეს ყველაფერი მავნებლობა ჰგონია არის მცირე და კანტორაშიც უადვილდებად ასეთი რამეების კეთება,რადგან ყველაფერს ვერ გაწვდები. აქაც უმარაველესობას ეს გადაცემის ჭრილში გაყავს და რომ არა ეს გადაცემა,მარტივად გაატარებდნენ. ეს არის ჩვენი უბედრურება,როცა სხვისი ჭირი ღობის ჩხირია,არადა იმის გააზრებას,რომ შემდეგი სხვა სფერო ან სხვა ადამიანები იქნებიან არ სჭირდება პოფესორ-აკადემიკოსობა.



  14. sheberaa1511868
    sheberaa1511868 2 სექტემბერი 2020 14:06
    ციტატა: chipe888
    უი,კანონი მიუღიათ კანტორაში და ეხლა გავიგე. იმედია,სუნთქვას არ აგვიკრძალავენ და ამას შევეგუებით რამენაირად


    სანამ ვინმეს მიუთიტებ ჯობია ხოლმე ,რომ თვითონაც გაერკვე რა და როგორ ხდება.
  15. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 2 სექტემბერი 2020 14:01
    ყველაფერს ყ..ეებივით ვემორჩილებით და ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ.

    ვიღაცეებს ისიც უნდათ მოთამაშეები დანომრონ და აღირცხვაზე აიყვანონ.....




    დღეები იგივე დარჩეს მაგრამ დრო იყოს სხვა.

    ორშაბათს 00:00 საათი სამშაბათია კალენდარულად.

    პარასკევს 00:00 საათი შაბათია

    შაბათს 00:00 საათი კვირაა.

    გამოვა რომ 13:00 შეიცვალა 00:00 საათით
  16. Dresden
    Dresden 2 სექტემბერი 2020 11:58
    გადაცემების რაოდენობა,რომ შემცირდა და კვირაში 2 ჯერ გავა ცუდია იმედია მომავალში ისევ 3 ჯერ იქნება იმედისფსონი მასე უფრო დიდი შანსი ჰქონდა დარეკვის მაყურებელს და ბევრად მეტ მაგისტრს შეეძლო მოსულიყო ხშირად.დიდი იმედი გვაქვს დიდხანს არ გასტანს ღამის 12-ზე გადაცემა და ის ერთი დღეც მოემატება,რა თქმა უნდა კანონია ვერაფერს ვიზამთ,მაგრამ იმედია რამენაირად შეიცვლება.
  17. chipe888
    chipe888 2 სექტემბერი 2020 01:51
    უი,კანონი მიუღიათ კანტორაში და ეხლა გავიგე. იმედია,სუნთქვას არ აგვიკრძალავენ და ამას შევეგუებით რამენაირად
  18. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 1 სექტემბერი 2020 19:16
    ანუ კანონი მიიღეს შაბათ კვირას შეიძლება და სხვა დღეებში არააო?

    რა ლოგიკაა?
  19. chipe888
    chipe888 1 სექტემბერი 2020 15:34
    კარგად წაიკითხეთ ხოლმე და მერე დააკომენტარეთ laughing 1 სექტემბერს წერია და არა 1 სექტემბრიდანო. დღევანდელი გადაცემა იქნება მხოლოდ  ღამის 12 საათზე.
  20. Nika Gaprindashvili
    Nika Gaprindashvili 30 აგვისტო 2020 18:29
    ესენი მალე სპორტსაც აკრძალავენ ღამის 12 საათამდე

File engine/modules/clean_sign_up.php not found.